Accessibility links

ახალი ამბები

შვედეთის ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ ავღანეთში კვლავ გაახსნა ჯანმრთელობის ცენტრები

„შვედეთის კომიტეტის ავღანეთისთვის“ პროგრამის დირექტორი, ხალიდ ფაჰიმი

ავღანეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შვედეთის ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ კვლავ გახსნა ათეულობით ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი ავღანეთში, რომლებსაც ის ამუშავებს ამ ქვეყანაში.

„შვედეთის კომიტეტმა ავღანეთისთვის“, რომელიც ავღანეთში მოქმედებს უკვე ათწლეულებია, 17 ივლისს განაცხადა, რომ დახურა ყველა 42 ჯანდაცვის ობიექტი მაიდან ვარდაკის პროვინციაში თალიბანის მუქარის შემდეგ.

საბედნიეროდ, ყველა დახურული ობიექტი კვლავ ამოქმედდა და მუშაობს, გაავრცელა ტვიტერით ცნობა 19 ივლისს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ვაჰიდულა მაიარმა.

ორგანიზაციის პროგრამის დირექტორმა, ხალიდ ფაჰიმმა განუცხადა რადიო თავისუფლებას, რომ თალიბანი დაუკავშირდა მათ და უთხრა, რომ შეუძლიათ ჯანდაცვის ცენტრების კვლავ ამოქმედება.

მაიდან ვალდაკის პროვინციის დიდ ნაწილს თალიბანი აკონტროლებს. მოჰამად ნადირ ნადირიმ, ორგანიზაციის უდიდესი კლინიკის უფროსმა, განაცხადა, რომ ობიექტების დახურვა საჭირო გახდა, რადგან თალიბები მათ თანამშრომლებს ემუქრებოდნენ. პროვინცია ქაბულის დასავლეთით მდებარეობს.

ყველა ახალი ამბავი

გიორგი გაბუნია: არ ვაპირებ, ბოდიშის მოხდას პუტინის გინების გამო

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პუტინის გინების შემდეგ საჯაროდ პირველად ილაპარაკა.

რუსთაველის გამზირზე, სადისკუსიო ფორმატში გაბუნიამ აღნიშნა, რომ სურდა, მაყურებლისთვის „რუსთავი 2“-ის ეთერით მიემართა, მაგრამ ის დღეს გაათავისუფლეს.

„რა მოხდა იქ, როდესაც პუტინი ვახსენე ცოტა სხვანაირად. რეალურად ეს იყო იმის გაგრძელება, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე. მოწმენდილ ცაზე ამას არ გავაკეთებდი. ბევრჯერ მკითხეს, მიმაჩნია, თუ არა, რომ ეს შეცდომა იყო და ბოდიში უნდა მოვიხადო? არა! არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას პუტინის გინების გამო“, - თქვა გიორგი გაბუნიამ.

როგორც ტელეწამყვანი ამბობს, ხშირად ელაპარაკებიან იმის შესახებ, რომ მან მშობლების საფლავი ახსენა.

„მესმის, რომ ძალიან მძიმეა, მაგრამ ამ მომენტში მახსენდება ის საფლავები, რომლებიც რუსმა ჯარისკაცებმა შეგნებულად შეურაცხყვეს. შეგნებულად მიჰყავდათ ანწუხელიძე და სადღაც კი არ მოკლეს, არამედ საფლავებზე დააკლეს. რომელი უფრო დიდი შეურაცხყოფაა, ის, რაც გააკეთეს რუსებმა ქართველების საფლავებზე თუ ის, რაც გავაკეთე მე, ერთმა ჟურნალისტმა ეთერით. მე არ ვნანობ, რაც გავაკეთე, სწორედ, იმ შედეგიდან გამომდინარე, რაც ამას მოჰყვა“, - აღნიშნავს გაბუნია.

7 ივლისს გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.

მომდევნო დღეს „რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების ორგანომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა.

ადგილობრივი მცხოვრების ცნობით, პრემიერ-მინისტრი ბახტაძე ჩავიდა გუგუტიანთკარში

გუგუტიანთკარში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ჩასვლის შესახებ ცნობა რადიო თავისუფლების კორრსპონდენტს ადგილობრივმა მცოვრებმა დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, ბახტაძე სოფელში დაახლოებით 21:30-ზე შევიდა და, სავარაუდოდ, იქ 30 წუთი დაჰყო.

როგორც ადგლობრივები ამბობენ, ბახტაძე გუგუთიანთკარში ჟურნალსიტების გარეშე იმყოფებოდა.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ჩვენ შევხვდებით "მთავარ არხზე"

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის საზაფხულო ფორმატში, გადაცემა „სირცხვილია“-ში, დღეს სტუმრად იყვნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანი ჟურნალისტები, რომლებსაც კომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ მათი დათხოვნის შესახებ გამოუცხადა.

ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, რომ კომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ მისი გათავისუფლების არგუმენტად დაასახელა ტელეკომპანიის მფლობელთან, „ქიბარ ხალვაშთან ჟორჟოლიანის უარყოფითი დამოკიდებულება“. ჟორჟოლიანის თქმით, ტელეკომპანიაში „დავა იყო სარედაქციო პოლიტიკაზე და არა ორ სუბიექტს შორის“. „თქვენ ხართ ცენზორი და ჩაახშეთ თავისუფალი სიტყვა ‘რუსთავი 2-ზე’“, მიმართა ნანუკა ჟორჟოლიანმა ‘რუსთავი 2’-ის ახალ ხელმძღვანელს.

დასასრულ ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაცხადა, რომ ის მუშაობას გააგრძელებს ნიკა გვარამიასთან, რომლისგანაც შემოთავაზება მიიღო. „ჩვენ შევხვდებით ‘მთავარ არხზე’. შევხვდებით იქ, სადაც იმუშავებენ ამ ქვეყნის მთავარი ჟურნალისტები,“ თქვა მან.

უარყოფითად ვაფასებთ „რუსთავი2“-ის მფლობელის გადაწყვეტილებას - არასამთავრობო ორგანიზაციები

უარყოფითად ვაფასებთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელის მიერ განხორციელებულ და დაანონსებულ საკადრო ცვლილებებს, - ნათქვამია სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც შეეხება სამაუწყებლო კომპანიია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას სამსახურიდან დათხოვოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ხოლო ეკა კვესიტაძეს, გიორგი გაბუნიას და გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილს შვებულებიდან დაბრუნებისთანავე დაატოვებინებს თანამდებობებს.

„დღეს არხის დირექტორმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას აუწყა, რომ გიორგი გაბუნიას, გიორგი ლაფერაშვილსა და ნოდარ მელაძესთან აპირებს სამართლებრივ დავას სარეკლამო კომპანია „ინტერმედია პლუსთან“ 2015 წელს დადებული „თვალთმაქცური გარიგებების“ გამო, საიდანაც მათ თითქოს ფინანსური სარგებელი მიიღეს. მისი განცხადებით, სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული მათი გათავისუფლება, რადგან მას ვერ წარმოუდგენია, ედავოს ადამიანებს, რომლებიც ტელევიზიაში წამყვან თანამდებობებზე არიან დასაქმებულები. ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლების მიზეზად მის მიერ კომპანიის ინტერესების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება დასახელდა. ეკა კვესიტაძის გათავისუფლების საფუძველი, კი სხვა არხის დაფუძნებაში მონაწილეობა აღმოჩნდა.

საყურადღებოდ მიგვაჩნია ნოდარ მელაძის მიერ გაკეთებული განაცხადება, რომლის მიხედვითაც ორი კვირის წინ შუამავლის მეშვეობით გადმოსცეს ბიძინა ივანიშვილის გზავნილი, სადაც ითხოვდნენ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაში დახმარების აღმოჩენას. მელაძე გათავისუფლებას სწორედ ამ მოთხოვნაზე მის უარს უკავშირებს. ნანუკა ჟორჟოლიანისთვისგათავისუფლების შესახებ სალიას განცხადება მოულოდნელი იყო, რადგან მისი თქმით, წინა დღეს მასთან მომავალი სეზონისგეგმებს განიხილავდა. ჟურნალისტი არხის დირექტორის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ცნობილია, რომ ნოდარ მელაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანისთვის არხის ახალ მენეჯმენტს მათი კუთვნილი ხელფასიც არ გადაუხდიათ, რაც მათზე არაპირდაპირი ზეწოლის მცდელობადაც შეიძლება ჩაითვალოს.

ადგილობირივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს „რუსთავი 2-ის“ ახალ მენეჯმენტს, რომ არ ჩარეულიყო არხის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაში. თავის მხრივ, მენეჯმენტმაც გასცა ასეთი დაპირებები.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე კვირაში ახალმა მენეჯმენტმა დაუსაბუთებელი გადაწყვეილება მიიღო არხის საინფორმაციო უფროსის და ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული საგამოძიებო გადაცემის წამყვანის ნოდარ მელაძის, პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანების ეკა კვესიტაძისა და გიორგი გაბუნიას, არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ლაფერაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. არხიდან გაათავისუფლეს ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გასართობი გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც.

ბოლო პერიოდში „რუსთავი 2“-ის ახალი მენეჯმენტი გამუდმებით მიუთითებდა არხზე არსებულ მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რითიც, კომპანიისთვის და ჟურნალისტებისთვის არამდგრად გარემოს შექმნას უწყობდა ხელს. მეორე მხრივ კი ქართულ ტელესივრცეში გამორჩეულად მაღალი რეიტინგის მქონე ტელეწამყვანები გაათავისუფლა სამსახურიდან. ეს ყველაფერი აღრმავებს ეჭვებს ამ გადაწყვეტილებების პოლიტიკურ მოტივაციებთან დაკავშირებით. ასევე, ბოლო პერიოდში არხის მიერ არსებული პოლიტიკური ვითარების კრიტიკულად გაშუქება, როგორც ჩანს, დამატებითი საფუძველი გახდა „რუსთავი 2“-ის ახალი მენეჯმენტისთვის აღნიშნული ფორსირებული გადაწყვეტილების მისაღებად“

სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ “რუსთავი 2“-ის წამყვანი ჟურნალისტების სამსახურიდან ბუნდოვანი მიზეზებით გაშვება სინამდვილეში არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაა“. რაც მათი შეფასებით „ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ მედია გარემოზე და უარყოფით გავლენას იქონიებს, როგორც მედიის თავისუფლებაზე, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე“.

განცახდებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საზოგადოება და ბანკები

მედიის განვითარების ფონდი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

მწვანე ალტერნატივა

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

დიანა ჯოჯუა და მიხეილ სესიაშვილი „რუსთავი 2“-ს ტოვებენ

„13 წელია ამ სტუდიიდან გესალმებით და დღეს იმაზე მეტად ვღელავ ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად ვთქვი - ეთერშია კურიერი 9 საათზე“, - ამ სიტყვებით გახსნა საინფორმაციო გამოშვება დიანა ჯოჯუამ და განაცხადა, რომ ის ტოვებს „რუსთავი 2“-ს. სამაუწყებლო კომპანიიდან მიდის, აგრეთვე „კურიერის“ წამყვანი მიხეილ სესიაშვილი.

ჯოჯუამ არხიდან წასვლის გადაწყვეტილება საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის გათავისუფლების შემდეგ მიიღო.

„მე ამ სივრცეში გამოვიარე ყველაფერი, ყველა დრო და განსაკუთრებული თავისუფლება მოიტანა ბოლო 7-მა წელმა, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ნიკა გვარამიას. კურიერის სარედაქციო პოლიტიკის, თავისუფლების ხარისხის გარანტი ჩემთვის ასევე იყო ნოდარ მელაძე. ის დღეს ივანიშვილის რეჟიმმა გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, ჩემთვის მასთან მუშაობის 2 წლის განმავლობაში მივხვდი რა არის პროფესიონალიზმი და თავისუფლება. „რუსთავი 2“ არ არის ლოგო ეს იყო ჩვენი ცხოვრება და როგორც ნოდარ მელაძემ ერთ-ერთ თავის ბოლო ეთერში თქვა თავისუფლების ტერიტორია. ეს არხი ადამიანებია, პროფესიონალი და ერთგული ადამიანების ერთობა. ყველას წარმატებას ვუსურვებ მათ შორის მათ ვისაც ჯერ კიდევ ჯერა რომ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში, შეინარჩუნებს თავისუფლებას. მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერავითარი გამართლებით ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა“, - ამბობს დიანა ჯოჯუა.

მამუკა ხაზარაძე იუწყება, რომ მისი ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღეს

TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე წერს, რომ მას და მის პარტნიორს, ბადრი ჯაფარიძეს ყველა საბანკო ანგარიში დაუყადაღეს.

„დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება.

ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება.

ვერ შეგვაშინებთ!!
ბრძოლას ვაგრძელებთ!!“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძემ 9 ივლისს განაცხადა, რომ სექტემბერში აპირებს დააფუძნოს საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.

რუსთავი 2-დან გათავისუფლებული ჟურნალისტები 21:00 საათზე რუსთაველზე გამართავენ პრესკონფერენციას

„დღეს გვექნება ცოტა არასტანდარტული ფორმატი, ზუსტად 21:00 საათზე „რუსთავი2“-ის გუნდი გამართავს პრესკონფერენციას აქ, ჩვენს აქციაზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვუთმობთ დროს“, - წერენ პროტესტის 62-ე დღეს, აქციის ორგანიზატორები.

რუსთაველის გამზირზე გადაცემა #სირცხვილია ტრადიციულად დაიწყო 20 ივლისის საქმეზე დაკავებულებზე საუბრით.

სადისკუსიო ფორმატის პირველი ბლოკი კი გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ეთმობა. ამ თემაზე ისაუბრებენ საიას იურისტი ნინო ჯომარჯიძე და „ადამიანის უფლებათა ცენტრის" თანადირექტორი ნინო ცაგარეიშვილი.

„რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტები: ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლდებიან.

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე გადადგომას აპირებს

ჯუზეპე კონტეს (ცენტრში) გამოსვლა იტალიის სენატში. მარცხნივ: მატეო სალვინი. 2019 წ. 20 აგვისტო.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ სამშაბათს სენატში გამოსვლისას განაცხადა, რომ გადადგომას აპირებს. მისი სიტყვებით, ამის შესახებ ის ქვეყნის პრეზიდენტს შეატყობინებს სენატში სამთავრობო კრიზისის განხილვის შემდეგ - იტყობინება La Repubblica.

კონტემ თავისი გადაწყვეტილება ახსნა განხეთქილებით პარტიებს, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობასა“ და „ლიგას“ შორის, რომელთა კოალიციაც ქმნის მთავრობას. სენატში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი, რომელმაც მოახდინა, კონტეს თქმით, სამთავრობო კრიზისის პროვოცირება.

ადრე სალვინიმ რამდენჯერმე ილაპარაკა იტალიის მთავრობაში განხეთქილებაზე და ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობის შესახებ. კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ „ლიგამ“ ოპოზიციასთან ერთად ხმა მისცა საფრანგეთთან დამაკავშირებელი ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას, რასაც ეწინააღმდეგება „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, სალვინი დამაჯერებლად ლიდერობს და შეიძლება წარმატებას მიაღწიოს ვადამდელ არჩევნებში. „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ კი კარგავს ამომრჩეველთა მხარდაჭერას.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე სალვინი მკაცრ პოლიტიკას ატარებს მიგრანტების მიმართ. იტალია საკუთარ პორტებში შესვლას უკრძალავს გემებს, რომლებიც ზღვაში ეხმარებიან არალეგალურ მიგრანტებს. იგი ცნობილია ასევე ვლადიმირ პუტინის პოლიტიკისადმი დადებითი დამოკიდებულებით.

იტალიის პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს სალვინის ემისრისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების თაობაზე, რომელზეც, როგორც ამტკიცებენ, საქმე ეხებოდა რუსეთის სტრუქტურების მიერ პარტია „ლიგის“ დაფინანსებას. სალვინი უარყოფს ამ ბრალდებებს.

ევროკავშირის საელჩო გუგუტიანთკარზე - "გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ქმედების შეწყვეტას"

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის ქვეყნების მისიებთან შეთანხმებით, აქვეყნებს განცხადებას, რომელიც სოფელ გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალის მიერ ღობის აღმართვას ეხება:

"რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა სოფელ გუგუტიანთკარის მახლობლად აბრკოლებს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი ტერიტორიის მოსახლეობისთვის ხეხილის ბაღებისა და აგრეთვე წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ქმედების შეწყვეტას და ყველა შესაბამისი მხარის მიერ კომუნიკაციის არსებული მექანიზმების - ცხელი ხაზისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის აქტიურად გამოყენებას".

ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს სახელმწიფოთა ამ გაერთიანების ჩართულობას საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების საქმეში და კიდევ ერთხელ აცხადებს:

"ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".

ქართულმა მხარემ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას სავარაუდოდ, ერთი ძებნილი გადასცა

საოკუპაციო ხაზი ერგნეთთან

ქართველმა სამართალდამცავებმა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს მათ მიერ ძებნილი ანდრეი კაბისოვი - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ცხინვალელმა წყარომ მიაწოდა.

„ვერ მოგახსენებთ. ვერც დაგიდასტურებთ“ - გვითხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ. ის 20 აგვისტოს საღამოს, ერგნეთში დახვდა ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ საქართველოს 8 მოქალაქეს, რომლებიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული.

რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ცხინვალელ სამართალდამცავებზე შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი კაბისოვი ქართულმა მხარემ დე ფაქტო ხელისუფლებას რამდენიმე დღის წინ გადასცა და სავარაუდოდ, საპატიმროში მის წინააღმდეგ წამების მეთოდებს მიმართავენ.

ოკუპირებული რეგიონიდან გამოქცეული ანდრეი კაბისოვი და სარმატ გაბარაევი ივლისის შუა რიცხვებში გადავიდნენ თბილისის მიერ კონტროლირებულ სოფელ ერგნეთში, სადაც ქართველმა პოლიციელებმა დააკავეს.

ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული რვავე მოქალაქე თავისუფალია

ერგნეთი

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს საქართველოს 8 მშვიდობიანი მოქალაქე.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის შვიდი და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის ერთი მცხოვრები 17 და 18 აგვისტოს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 20 აგვისტოს ადგილობრივმა სასამართლომ დაკავებულებს დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ჯარიმა, რომლის გადახდის შემდეგ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან გააძევეს.“

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალუბნის შვიდი მცხოვრები 17 აგვისტოს დააკავეს სოფელ აძვის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე. მათი მიტოვებული ავტომანქანები ქართველმა სამართალდამცავებმა აძვის ტყის მიმდებარე ტერიტორიიდან 18 აგვისტოს წამოიყვანეს. იმავე დღეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით ღრომის ხეობაში დააკავეს სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცხინვალის იზოლატორიდან 20 აგვისტოს გათავისუფლებული რვავე მოქალაქე ქართულ პოლიციას ერგნეთში გადასცეს.

ტომოთესუბნის ტაძარში შესაძლოა, ისეთი სათავსო მოაწყონ, რომელიც ძეგლის იერსახეს შეეფერება

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო შესაძლოა, მოხსნან. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ რადიო თავისუფლებას ტიმოთესუბანში სასულიერო პირებთან გამართული შეხვედრის შესახებ უამბო.

სააგენტოს სპეციალისტებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ანთიძე გვეუბნება, რომ ძეგლი არ დაზიანებულა და სათავსოს მოხსნა თავისუფლად შეიძლება.

ნიკოლოზ ანთიძემ ეკლესიას გამოსავალი შესთავაზა და, როგორც თავად ამბობს, სასულიერო პირები თანამშრომლობისთვის მზად არიან.

„მონასტერი ფუნქციონირებს და ყველა მონასტერს სჭირდება რაღაც სათავსო ეკლესიაში. ამიტომ,ჩვენს სპეციალისტებს ვთხოვეთ, მომზადდეს შესაბამისი პროექტი, რითიც ისეთი სათავსო მოეწყობა, რომელიც, როგორც ფუნქციურად გამოადგება ეკლესიას, ისე ძეგლის იერსახეს არ დააზიანებს. კარგია, რომ ეკლესიის მხრიდან თანამშრომლობა დეკლარირებულია. როგორც ვიცი, ძალიან კონსტრუქციული და ჯანსაღი შეხვედრა იყო. სპეციალისტები ჯერ არ დაბრუნებულან. დეტალური ინფორმაცია მათი ჩამოსვლის შემდეგ მექნება“, - გვითხრა ნიკოლოზ ანთიძემ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 18 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსზე გამოვლინდა უნებართვო ქმედება. საქმე ეხება სათავსოს, რომელიც თანამედროვე მასალითაა აგებული და დამონტაჟებული ინტერიერში.

პრეზიდენტის მრჩევლად დიმიტრი ლეჟავას დანიშვნა მისი პროფესიული გამოცდილებით ახსნეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ სალომე ზურაბიშვილის მრჩევლად დიმიტრი ლეჟავა დაინიშნა. ოფიციალური ინფორმაციით, ეს საკადრო გადაწყვეტილება თვეზე მეტი ხნის წინაა მიღებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „დიმიტრი ლეჟავა არის საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიმიტრი ლეჟავა 2019 წლის 8 ივლისიდან ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. მისი დანიშვნისას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.”

20 აგვისტოს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის მრჩევლად საბჭოთა უშიშროების კომიტეტის ყოფილი ოფიცერი დიმიტრი ლეჟავა დაინიშნა.

ქართველმა ფეხბურთელებმა „უეფას განვითარების თასზე“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგეს

საქართველოს 15-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებს კაუნასში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - „უეფას განვითარების თასზე“ - ჩემპიონის ტიტულს ერთი ქულა აშორებს. ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა უკვე ორი თამაში ჩაატარა და ორივე ადვილად მოიგო.

ქართველმა ფეხბურთელებმა ტურნირი 18 აგვისტოს გახსნეს, მოლდოვის ნაკრებთან შეხვედრით და მეტოქე 4:0 დაამარცხეს. დღეს კი ბოსნიელ თანატოლებს აჯობეს - 3:0.

დასკვნით, მესამე ტურში, საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ტურნირის მასპინძელ ლიეტუვას დაუპირისპირდება და ფრეც ეყოფა „უეფას განვითარების თასის“ მოსაპოვებლად.

ნიკა გვარამია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს „მთავარ არხზე“ იწვევს

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ტელეკომპანიიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტებს მიმართავს და „მთავარ არხზე“ იწვევს.

„გამჩუმებელი - რჩება. დამრჩენი - ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს. გაგრძელებას არ საჭიროებს. გელოდებით “მთავარ არხზე”,- წერს ნიკა გვარამია ფეიბუკის პირად გვერდზე.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ინტერმედია პლუსის“ ერთ-ერთ მეწილესთან კახა ანჯაფარიძესთან ერთად შპს „მთავარი არხი“ ორშაბათს დაარეგისტრირა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჟურნალისტები ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლდებიან.

მისივე თქმით, მათ წინააღმდეგ მზადდება სამოქალაქო სარჩელი ტელეკომპანიისთვის საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში თანამონაწილეობის გამო.

პაატა სალია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს: თუ თვლით, რომ ნოდარ მელაძის გარეშე საქმიანობა არ შეგიძლიათ ვერაფერს გეტყვით

„რუსთავი 2“-ს და მის ჟურნალისტებს შესწევთ ძალა, რომ დამოუკიდებლად გააგრძელონ საქმიანობა. თუ თქვენ თვლით, რომ ამის გაკეთება ნოდარ მელაძის გარეშე არ შეგიძლიათ, მე ვერაფერს გეტყვით, თქვენი გადაწყვეტილება თქვენ თვითონ უნდა მიიღოთ, - ამ სიტყვებით „რუსთავი 2“ - ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტებს მიმართა.

მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება - წასვლისა თუ დარჩენის შესახებ - თავად ჟურნალისტებმა უნდა მიიღონ.

„მე არ მჯერა, რომ ერთი ადამიანი შეიძლება იყოს რამის გარანტი, თქვენი პროფესიონალიზმით, თქვენი დამოუკიდებლობის და თქვენი სიტყვის თავისუფლების გარანტი ხართ თქვენ თვითონ, თუ თქვენ ჩათვლით, რომელიმე ეტაპზე, რომ ვინმე გავიწროებთ, ვინმე დავალებას გაძლევთ, თქვენ ვერავინ ვერ დაგასწრებთ კამერასთან მოსვლას და ამის ღიად დაფიქსირებას. გუნდურად, ჯგუფურად გადაწყვეტილების მიღებას და.აშ. ამ ეტაპზე ჩვენი თხოვნაა არხმა შეინარჩუნოს სიმშვიდე და გავაგრძელოთ მუშაობა. „კურიერმა“ შეინარჩუნოს კრიტიკულობა, რაც აქვს და ვიყოთ უფრო მეტად კრიტიკულები“, - მიმართა პაატა სალიამ არხის ჟურნალისტებს.

პაატა სალიამ იქვე განმარტა, რას გულისხმობს კრიტიკულობაში, მისი სიტყვებით, კრიტიკა დასაბუთებული უნდა იყოს, რაც არ გაუწევს კრიტიკის სუბიექტს დათვურ სამსახურს, რაც მისი თქმით, ხშირად ხდება ხოლმე დაუსაბუთებელი და არაეთიკური კრიტიკის პირობებში.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლდებიან ამის შესახებ განაცხადა ტელეკომპანიის დირექტორმა პაატა სალიამ. მისივე თქმით, მათ წინააღმდეგ მზადდება სამოქალაქო სარჩელი ტელეკომპანიისთვის საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში თანამონაწილეობის გამო:

ნოდარ მელაძე: შეკვეთილის რეზიდენციაში მიიღეს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ში წმენდის თაობაზე

„რას ნიშნავს ხელისუფლებასთან ფლირტში მყოფი „კურიერი“ ამას მაყურებელი ხვალ, რა თქმა უნდა, ვერ ნახავს, რადგან ამას გააკეთებენ ეტაპობრივად, თუმცა, 2020 წლის იანვრიდან, სამწუხაროდ, „კურიერი“ და „რუსთავი 2“ განადგურდება“, - ასე გამოეხმაურა „კურიერის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ნოდარ მელაძე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას გადაწყვეტილებას მისი და რამდენიმე ჟურნალისტის ტელეკომპანიიდან გათავისუფლების შესახებ.

როგორც ნოდარ მელაძემ განუცხადა ჟურნალისტებს , მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირების შეთავაზებულ გარიგებაზე, საბოლოო გადაწყდა „რუსთავი 2“- დან ჟურნალისტებისა და მედია-მენეჯერების გათავისუფლება:

„ორი კვირის წინ შემხვდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენელი. მისი პოზიცია იყო ასეთი, რომ მათ არ სურდათ რუსთავი 2-სგან „იმედის“ გაკეთება და „კურიერში“კრიტიკის რაღაც დოზა დარჩებოდა. მე თანამდებობაზე არ შემეხებოდნენ და გავაგრძელებდი მუშაობას, უბრალოდ, მე ურთიერთობა უნდა მქონოდა მათ წარმომადგენელთან. ეს არ იქნებოდა არც ლაშა ნაცვლიშვილი და არც კოკა ყანდიაშვილი, რომელიც დღეს მართავს სახელისუფლებო მედიას. ის იქნებოდა კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ექნებოდა ჩემთან კომუნიკაცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და კონკრეტული საკითხები ამ ადამიანის კონსულტაციისა და ამ ადამიანის გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა გაგვეშუქებინა. თუ მე დავთანხმდებოდი ამ წინადადებას, ისინი იტყოდნენ, რომ მე ისევ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვარ და სარედაქციო პოლიტიკა არ შეცვლილა. თუმცა, ვახდენ მათ ციტირებას, „ჩამოიწევდა ტემპერატურა და კრიტიკულობის ხარისხი“.

მათ ასევე მითხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა გარკვეული ჩინოვნიკების მიერ თანხების დატაცებასთან და შესაძლო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით რეპორტაჟების მომზადება, რადგან ის თავად ებრძოდა ბიუჯეტის ქურდებს, მაგრამ იყო თემები, რომელსაც ჩვენ არ უნდა გავკარებოდით. მე ამ წინადადებაზე, რა თქმა უნდა, ვთქვი - არა. ჩემს ცხოვრებაში მე მქონია პერიოდი, როდესაც ვმუშაობდი სახელისუფლებო ტელევიზიაში და აღარ ვაპირებ უკან დავუბრუნდე წარსულს“.

ნოდარ მელაძის სიტყვებით, მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა არაფორმალურ გარიგებაზე, დაიწყო ზეწოლის მეორე ტალღა, ამჯერად, უშუალოდ ქიბარ ხალვაშისგან:

„პაატა სალიამ მიიღო გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის დავალებით და გაყინა ჩემი ხელფასი. მე ამ დროისათვის ივნისის ხელფასიც არ მაქვს აღებული. მათგან პასუხებს ვიღებდი, რომ ხელფასი იქნებოდა დღეს-ხვალ და ა.შ. დღეს პაატა სალიამ მითხრა, რომ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არის ის ბონუსი, რომელიც 2016 წელს გამომიწერა ნიკა გვარამიამ. ეს არის ბოდვა. ეს არის, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან მიღებული გადაწყვეტილება. შაბათს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი იდეოლოგი, მაია ბიგვავა და ლაშა ნაცვლიშვილი იმყოფებოდნენ ბიძინა ივანიშვილთან შეკვეთილის რეზიდენციაში და მათ მიიღეს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ში წმენდის დაწყებასთან დაკავშირებით, რადგან პროცესი ძალიან გაიწელა და პირველი, რა თქმა უნდა, ეს უნდა ყოფილიყო საინფორმაციო სამსახურის უფროსი“.

ნოდარ მელაძის განცხადებით, ის აპირებს სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას და მის ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს:

„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავიცვა არა მხოლოდ ჩემი ინტერესი, არამედ შევქმნა პრეცედენტი, რომ როდესაც ტელევიზიაში მფლობელი შეიცვლება, მფლობელს აღარ ჰქონდეს იმისი საშუალება, რომ პანტა-პუნტით გაყაროს მედია-მენეჯერები და ჟურნალისტები სამსახურიდან“.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტები ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ახალმა ხელმძღვანელობამ ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლდებიან.

ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ 20 აგვისტოს გააკეთა.

შიშობენ, რომ რუსეთი მალავს სევეროდვინსკის სამხედრო პოლიგონთან მომხდარი აფეთქების მასშტაბებს

რუსეთის კიდევ ორმა სამეთვალყურეო სადგურმა, რომლებიც საერთაშორისო ქსელში შედიან, შეწყვიტა მონაცემთა მიწოდება 8 აგვისტოს სევეროდვინსკის სამხედრო პოლიგონთან მომხდარი აფეთქების შედეგების შესახებ. ძლიერდება ეჭვი, რომ რუსეთი ცდილობს დამალოს ინფორმაცია აფეთქების შედეგად, რომელსაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც Wall Street Journal-ი იტყობინება ბირთვული გამოცდების აკრძალვის ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით, 13 აგვისტოდან შეწყვიტეს ინფორმაციის მიწოდება ჩუკოტკისა და ალტაის სადგურებმა. მანამდე მონაცემთა მიწოდება შეწყდა დუბნიდან და კიროვიდან. მომხდარის შესახებ ოფიციალური ვერსია, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ავრცელებს, არის „კავშირის პრობლემა“.

"რუსთავი 2"-ს ქიბარ ხალვაში თავისთვის იტოვებს - ტელევიზია აღარ გაიყიდება

Georgia -- TV Rustavi 2. Tbilisi, 19Jul2019

ერთკვირიან ვადას მყიდველი არ გამოჩნდა და ქიბარ ხალვაში არხის გასხვისებას და მის გაკოტრებას არ აპირებს, განაცხადა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ პრესკონფერენციაზე.

„ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა, ეს იყოს წარმატებული ტელეკომპანია, რომელიც იქნება პოპულარული და რომელიც იქნება მაქსიმალურად კრიტიკული. ასევე ვმუშაობთ სახელმწიფოსთან ვალის რესტრუქტურიზაციაზე, ვმუშაობთ და უფრო აქტიურად ვიმუშავებთ კრედიტორებთან. მოგეხსენებათ 70 მლნ ლარზე მეტია, როგორც ბიუჯეტის ასევე კრედიტორების, სამუშაო დიდი გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ ამოცანას გადავლახავთ და გადავჭრით “,- განაცხადა პაატა სალიამ,’

მისი სიტყვებით ცვლილებები იქნება განხორცილებული კომპანიის საკეთილდღეოდ, მის ამოცანაა კომპანია გაჯანსაღდეს ფინანსურად და საკუთარი შემოსავლებით ირჩინოს თავი.

როგორც პაატა სალიამ განმარტა, "რუსთავი 2"-ის მიერ სარეკლამო მომსახურების შემსყიდველ კომპანიებთან გარიგებების შესწავლა დაწყებულია. სწავლობენ "ინტერმედია +" თან და სხვა ინიტერმედიებთან დადებულ ხელშეკრულებებს. მისი სიტყვებით, არსებობს ერთი და იგივე სახელწოდების მქონე რამდენიმე ინტერმედია. პაატა სალიას თქმით, ხელშეკრულებები დადებულია ინტერესთა კონფლიქტით და თვალთმაქცურადდა ეს ხელშეკრულებები ხელს შეუშლის არხის მენეჯმენტს, ჰქონდეს საქმიანი ურთიერთობები, რამდენიმე ადამიანთან, ამის გამო პაატა სალიას განცხადებით არხიდან დაითხოვეს და შვებულებიდან გამოსვლის შემდეგაც დაითხოვენ რამდენიმე თანამშრომელს. ამასთან თანამშრომლობა გრძელდება კომპანიებთან, ვისთანაც "რუსთავი 2"-ს ხელშეკრულებები აქვს დადებული.

„ვფიქრობთ ყველა ეფექტურ გზაზე, რომ კომპანიის მოგება გავზარდოთ, რომ არ იყოს ვიღაცის პოლიტიკურ ნება-სურვილზე და პოლიტიკურ ფულზე დამოკიდებული, ეს არის ჩვენი ამოცანა“,- განაცხადა პაატა სალიამ.

მისი სიტყვებით, მთავარია არხი მომზადებული შეხვდეს სექტემბრიდან ახლა სეზონს და მიუხედავად იმისა, რომ გასაყიდად იყო კომპანია გამოტანილი გრძელდებოდა მუშაობა საეთერო ბადეზე.

„ეს არის მუდმივი კონკურენცია და შეჯიბრი სხვადასხვა არხებს შორის. დაანონსებულია მინიმუმ 2 ახალი არხის გახსნა და ჩვენთვის ეს გამოწვევაა. რა თქმა უნდა „რუსთავი 2“-ის ბრენდი და ლოგო ყველაზე მაღლა დგას, ყველა ტელევიზიაზე მაღლა, რომელიც არსებობს საქართველოში“,- აცხადებს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი.

პაატა სალიას თქმით, არიან ადამიანები, ვინც "რუსთავი 2" - ის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებდნენ და მათ არ ადარდებდათ კომპანია, რაც აღარ განმეორდება.

„მათ ედარდებოდათ, რომ ის ყოფილიყო კონკრეტული ადამიანის ხელში. ვინ იყო ეს კონკრეტული ადამიანი ჩვენ ვიცით, სარჩელში პირდაპირ მივუთითეთ, რომ ყარამანიშვილები რეალური მფლობელები არასოდეს არ ყოფილან და მიხეილ სააკაშვილი იყო ამ არხის მესაკუთრე. ეს არხი ვერ შეასრულებს მიხეილ სააკაშვილის დავალებებს, თუ ვინმე არ ასრულებდა - ძალიან კარგი, თუ ასრულებდა, აწი აღარ ექნება არც ხალვაშისგან არც მთავრობისგან არც სააკაშვილისგან არც, სხვა რომელიმე პირისგან დავალება“, - განაცხადა პაატა სალიამ.

ნანუკა ჟორჟოლიანი: სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია, აუცილებლად მოვუშლი ნერვებს

ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ მისი და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტის „რუსთავი 2“-დან გათავისუფლება მოსალოდნელი იყო და უფრო ადრეც ელოდებოდნენ.

„როგორც მე დღეს პაატა სალიამ პირდაპირ ეთერში შემატყობინა, გამათავისუფლა იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაში არ მიყვარს, არ მომწონს და არ ვგულშემატკივრობ. ანუ, ეს თქვა, რომ მან განაცხადაო, რომ ის რომ შეიტანს სარჩელსო სტრასბურგში და რომ წააგებს, ამას გულშემატკივრობსო. მე კონტრაქტში არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს. მე კონტრაქტში მიწერია, რომ უნდა ვაკეთებდე რეიტინგულ გადაცემას, რომელიც არხისთვის არის შემოსავლიანი და ამას აკეთებდა „ნანუკას შოუ“ წლების განმავლობაში ძალიან წარმატებით“ - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ტელეწამყვანის ინფორმაციით, იცნობს ქიბარ ხალვაშთან დაახლოებულ პირებს, რომლებმაც უთხრეს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ქიბარ ხალვაშმა თქვა, რომ ვერ იტანდა ჟორჟოლიანის მიერ გამოხატულ სიმპათიას მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი ხელისუფლების მიმართ.

„დღეს პაატა სალიამ აქ დაადასტურა, რომ ელაპარაკება იმ ადამიანს, რომელიც სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს აკეთებდა იმ "კურიერს," რომელიც არ მოსწონდა ჩვენს მაყურებელს. პაატა სალიამ დღეს დაადასტურა, რომ ის ელაპარაკება წამყვან პოზიციაზე იმ ადამიანს, რომელიც შემდეგ, სულ რამდენიმე თვის წინ მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან და საკმაოდ გავლენიან პოზიციაზე. და მე მივხვდი, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი მოგწონთ, რუსთავი 2-ში პრობლემა აღარ გაქვთ, მომავალში აღარ გექნებათ. თუ მიხეილ სააკაშვილი მოგწონთ, თქვენი კარი დაკეტილია“ - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ტელეწამყვანმა ისიც თქვა, რომ "რუსთავი 2“-ში მუშაობისას არასადროს არცერთი ლარის პრემია არ აუღია. ნანუკა ჟორჟოლიანმა ახსენა სამართლებრივი დავაც და თქვა, რომ მათი შრომითი კონტრაქტები ძალიან მყარია, რისთვისაც მადლობა გადაუხადა ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.

ჟურნალისტების შეკითხვას, სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას, ჟორჟოლიანმა უპასუხა, რომ აქვს შეთავაზება არა მხოლოდ ტელევიზიიდან, არამედ კერძო სტრუქტურიდანაც, მაგრამ მისთვის „პენსია ჯერ ადრეა“ და ალბათ, ისევ ტელევიზიაში დაბრუნდება: „თან მანამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია, აუცილებლად მოვუშლი მას ნერვებს პირობას ვაძლევ."

მელაძე, კვესიტაძე, გაბუნია, ჟორჟოლიანი და ლაფერაშვილი "რუსთავი 2"-დან გათავისუფლდებიან

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლდებიან.

ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა ტელეკომპანიის დირექტორმა პაატა სალიამ. მისივე თქმით, მათ წინააღმდეგ მზადდება სამოქალაქო სარჩელი ტელეკომპანიისთვის საზიანო ხელშეკრულების გაფორმებაში თანამონაწილეობის გამო:

„ჯერ არ გამიშვია გაბუნია და ლაფერაშვილი, რომლებიც შვებულებაში არიან, ასევე კვესიტაძე, ისიც შვებულებაშია. დღეს ნოდარ მელაძესთან მქონდა კომუნიკაცია და ვაცნობე ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ. ვინც კონფლიქტშია არხის მფლობელის ინტერესებთან, ვეცდებით, რომ ის ხალხი აღარ იყოს ამ არხზე. ნოდარ მელაძესთან მიმართებაში შეიძლება არსებობდეს სხვა ინტერესიც, რის გამოც შესაძლოა დაზარალდეს "რუსთავი 2". ეკა კვესიტაძემ გამოხატა თავისი პოზიცია, რომ ის აკეთებს ახალ არხს ნიკა გვარამიასთან ერთად და მთელი მისი გუნდი მუშაობს ამაზე. შესაბამისად, ვსვამ შეკითხვას, როგორ შეიძლება, რომ ეკა კვესიტაძე ერთდროულად მუშაობდეს "რუსთავი 2"-შიც და „მთავარ არხზეც“? მე მასთან ამ თემაზე არ მქონია საუბარი. რაც შეება ნანუკა ჟორჟოლიანს, ნანუკას აქვს განცხადება გაკეთებული, რომ მას სურს მესაკუთრის შეცვლა. ასეთ ვითარებაში თანამოაზრეობა და ერთი საქმის კეთება, როგორ წარმოგიდგენიათ? ეს არის წმინდა წყლის ინტერესთა კონფლიქტი. არ შეიძლება, რომ ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება არხს, მის მესაკუთრეს, იყოს მასთან დასაქმებული“, - აცხადებს პაატა სალია.

მამუკა მდინარაძე: საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა

მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების საჯარო განხილვა სექტემბრიდან განახლდება.

მდინარაძე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომ ცვლილებებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. „საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა. შესაბამისად, მოწოდება, რომ ის უნდა გაგრძელდეს, რელევანტური არ არის“ - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მმართველმა პარტიამ მიიღო დემოკრატიული გადაწყვეტილება, შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და არჩევნები პროპორციული წესით, ბარიერის გარეშე ჩატარდეს, და უარი თქვა უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები აძლევდა.

„ვცვლით პარტიების დაფინანსების წესსაც უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე მოდელით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება რეალიზების პროცესშია. მუშაობა გრძელდება, სექტემბერში ჩატარდება საჯარო განხილვები, შემდგომ საკომიტეტო მოსმენები და არაერთი სამუშაო შეხვედრა გვექნება. ამის შემდეგ კი ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე გავიტანთ,” - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე, ნოდარ მელაძე და გიორგი გაბუნია გაგვიშვეს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ტელეკომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ ის, ნოდარ მელაძე და გიორგი გაბუნია, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ნანუკა ჟორჟოლიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს ინფორმაცია მან რამდენიმე წუთის წინ, ნოდარ მელაძისგან შეიტყო:

„უცნაურია, ჯერ კიდევ გუშინ, ჩემი გადაცემისთვის ახალი სტუდიის დაგეგმვაზე ვლაპარაკობდით პაატა სალიასთან ერთად. ახლა კი უცებ ეს ინფორმაცია მომდის. ზოგადად ველოდით, რომ ჩვენ გაგვიშვებდნენ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც მოულოდნელი იყო. ჩემი სტრატეგია იყო, რომ სანამ არ გამიშვებდნენ, ტელევიზიიდან არ წავსულიყავი. მეტი დეტალის შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნანუკა ჟორჟოლიანი.

მოსკოვმა ვაშინგტონს სამხედრო დაძაბულობის გამწვავებაში დასდო ბრალი ფრთოსანი რაკეტის გამოცდის გამო

აშშ-ის ფრთოსანი რაკეტის გაშვება კუნძულ სან-ნიკოლასიდან. 2019 წ. 18 აგვისტო.

მოსკოვმა ვაშინგტონს სამხედრო დაძაბულობის გამწვავებაში დასდო ბრალი, როცა აშშ-მა პირველი სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა გამოცადა მას შემდეგ, რაც ამერიკა და რუსეთი გავიდნენ შეიარაღების შეზღუდვის ოცდაათი წლის წინანდელი ხელშეკრულებიდან.

როგორც ტასი იტყობინება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა 20 აგვისტოს განაცხადა, რომ კალიფორნიაში რაკეტის გამოცდა „სინანულს იწვევს“. „აშკარაა, რომ აშშ-მა კურსი აიღო სამხედრო დაძაბულობის ესკალაციაზე. ჩვენ პროვოკაციებზე რეაქცია არ გვექნება,“ თქვა რიაბკოვმა.

2 აგვისტოს აშშ ოფიციალურად გავიდა 1987 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების შესახებ. ამ ხელშეკრულებით აკრძალული იყო 500-დან 5500 კილომეტრი რადიუსის მოქმედების ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები. აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა ცივი ომის პერიოდში ასეთი რაკეტები განათავსეს ევროპაში. მაგრამ ეს მწვავე დესტაბილიზაციის მიზეზად მიიჩნეოდა რაკეტების ფრენის მოკლე დროის გამო. ხელშეკრულება არ კრძალავდა საშუალო რადიუსის რაკეტების გაშვებას ზღვიდან და ჰაერიდან.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ 19 აგვისტოს განაცხადა, რომ ერთი დღით ადრე ფრთოსანი რაკეტის საცდელი გაშვება მოაწყო კალიფორნიის ნაპირთან ახლოს, ლოს-ანჯელესთან მდებარე სან-ნიკოლასის კუნძულიდან.

შსს-მ გამოძიება დაიწყო დავით ქაცარავას მიმართ განხორციელებული თავდასხმის გამო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერის, დავით ქაცარავას მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე. გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპლექსური აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტი დაწერა და მოგვიანებით ვიდე მიმართვაც გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მას სოფელ ბობნევში 4-5 კაციანი ჯგუფი დაუპირისპირდა. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციამ თავდასხმა ვერ შეაჩერა.

„ამ წუთას ვიმყოფები ბობნევში. წამლები მოვუტანე დათა პაპას. ჩემი აქაური ჩამოსვლის შესახებ არავინ იცოდა. ბუნებრივია, შსს-ს გარდა, რომელსაც ჩემს მოსვლამდე შევატყობინე წინასწარ. დათა პაპას სახლთან დამხვდა 4-5 კაციანი “ტიტუშკების” ჯგუფი. მოსვლისთანავე მომცვივდნენ და შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს. ხელითაც შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ. მოკლედ, “ტიტუშკებით” ბრძოლაზე გადავედით? გასაგებია. მივდივარ საავადმყოფოში. პოლიცია იქვე იმყოფებოდა და ვერ შეაჩერა მათი თავდასხმა“, - წერს დავით ქაცარავა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG