Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სპეციალური წარგზავნილი სამშვიდობო მისიით ქაბულსა და კატარს ესტუმრება


ზალმაი ხალილზადი, აშშ-ის სპეციალური წარგზავნილი ავღანეთის საკითხში, 22 ივლისს გაემგზავრა ქაბულში, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ბოლო კვირებში ახალი ძალით იფეთქა საომარმა დაპირისპირებამ ექსტრემისტულ დაჯგუფებებსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის.

ხალილზადის მისია, რომელიც 1 აგვისტომდე გასტანს, მიზნად ისახავს ასევე ჩასვლას კატარში, სადაც დიპლომატი განაახლებს მოლაპარაკებებს თალიბანის წამომადგენლებთან. ქაბულში ხალილზადი კონსულტაციებს გამართავს ავღანეთის მთავრობასთან იმ ეროვნული დელეგაციის შემადგენლობაზე, რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს შიდა ავღანურ მოლაპარაკებებში.

ზალმაი ხალილზადის 11 დღიანი ტურნეს ფონია ავღანეთის მთავრობისა და აშშ-ის მიერ განხორციელებული ერთობლივი საავიაციო იერიში, რასაც სულ მცირე 7 სამოქალაქო პირის დაღუპვა მოყვა. ინცინდენტი 21 ივლისს მოხდა აღმოსავლეთ ლოგარის პროვინციაში, სადაც მიმდინარეობდა სამხედრო ოპერაცია თალიბების ჯგუფის განადგურების მიზნით. მაგრამ შეცდომით ბომბები დაეცა ორ საცხოვრებელ სახლს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG