Accessibility links

თსუ-ს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ძვწ. V საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინა


თსუ არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრაკლიან გორაზე ძვ. წელთაღრიცხვით V საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინა - ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ პერიოდის ძეგლი შემორჩენილია მთლიანად და იძლევა იმ დროის ცხოვრების შესახებ სრულყოფილი წარმოდგენის შექმნის შესაძლებლობას, ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ცენტრალურ ადგილას დიდი საკურთხეველია; სათავსოში გამართულია ღუმელი, რომელზეც ქურუმებისთვის ცეცხლის გადასატანი ვაზები დევს; იქვე არის სამკურნალო მცენარეების თესლების დასაფქვავი მოწყობილობა“,-წერია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გათხრებში თსუ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდა ოქსფორდის უნივერსიტეტის და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის 15 სტუდენტი.

შიდა ქართლში, გრაკლიან გორაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა გათხრები 2008 წელს დაიწყეს, სადაც თსუ სტუდენტებისთვის საველე პრაქტიკის ბაზაც ჩამოყალიბდა.

2015 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „გრაკლიანის გორას“ ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გათხრები დღემდე გრძელდება. ტერიტორიაზე 11 განსხვავებული პერიოდის კულტურის ნაშთებია აღმოჩენილი, ქვის ხანიდან დაწყებული ახ. წ მეხუთე საუკუნემდე. აქ არის, როგორც სამეურნეო ნაგებობები, ასევე საცხოვრებელი და ტაძრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG