Accessibility links

site logo site logo

რუსი მოკრივე ბრძოლის დროს მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა


მაკსიმ დადაშევი

28 წლის რუსი მოკრივე მაკსიმ დადაშევი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. სპორტსმენი 20 ივლისს, ქალაქ ოქსონ ჰილში, პუერტორიკოელ სუბრიელ მატიასს დაუპირისპირდა და ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

დადაშევი ბრძოლის შემდეგ, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს, ტვინის შეშუპების გამო. რუს მოკრივეს თავის ქალიდან ჰემატომა ამოკვეთეს და ნაოპერაციევი ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს, მაგრამ დატვირთვებს გულმა ვერ გაუძლო.

მაქსიმ დადაშევს სუბრიელ მატიასთან შეხვედრამდე პროფესიულ რინგზე ცამეტი ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და ცამეტივე მოიგო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG