Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენგურის ხიდის დაკეტვით დაზარალებული აბიტურიენტები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან ის აბიტურიენტები, რომლებმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდთან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო ვერ შეძლეს დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა და ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობა.

გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მიიღო. მისი ინფორმაციით, აბიტურიენტები მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხებიან და მათ განათლებას სახელმწიფო დააფინანსებს.

ამასთან, სავალდებულოა, რომ ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გასაგრძელებლად 2019-2020 სასწავლო წლის მანძილზე დააგროვონ 240-დან მინიმუმ 60 კრედიტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვის გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი ივნისის ბოლოს დაკეტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG