Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი გახდა ფრანგული კომპანია Eiffage


ევროპის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია Eiffage „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური კონტრაქტორი იქნება და ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს პარტნიორ კომპანიებთან, კერძოდ, შვეიცარულ ABB - თან და ქართულ CRP - თან ერთად შეასრულებს. - ინფორმაციას ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აქვეყნებს.

კონსორციუმის თანახმად, გენერალური კონტრაქტორის შე სარჩევ საერთაშორისო ტენდერში მსოფლიოს წამყვანი სამშენებლო - საინჟინრო კომპანიები მონაწილეობდნენ. კონკურსი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და არჩევანი კონსორციუმმა ფრანგულ Eiffage - ზე შეაჩერა, რომელიც ევროპაში სამშენებლო კომპანიათა ხუთეულში შედის და მსოფლიოს მასშტაბით 100 000- ზე მეტი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული.

"Eiffage" ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს და კონტრაქტის მიხედვით მის მიერ მშენებლობაზე დასაქმებულთა 90% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. მშენებლობაზე სულ 1 500 ადამიანი დასაქმდება. ფრანგული კომპანია უკვე აქტიურად ჩაერთო ანაკლიის პორტის პირველი ფაზის დეტალური დიზაინის დასრულების პროცესში", -აცხადებენ კონსორციუმში.

კომპანია Eiffage 1844 წელს დაარსდა. მსოფლიოს მასშტაბით მას განხორციელებული აქვს პროექტები როგორც ურბანული განვითარების, ასევე პორტების, სამანქანო გზებისა თუ ენერგო სისტემების მშენებლობის მიმართულებებით. დღეისათვის Eiffage მსოფლიოს 5 კონტინენტზე, 50 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG