Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ბიუროში მივიდა ხელმოწერის ნიმუშის ჩასაბარებლად


„რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.

„დამანებეთ თავი, არ შეგიძლიათ? არ შემიძლია კამერასთან მუშაობა. მოვედი ჩემი ხელმოწერის მისაცემად. ხომ არ დავმალულვარ?“, - მიმართა ხალვაშმა ჟურნალისტებს.

ამასთან, ქიბარ ხალვაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ ის რამდენიმე თვის განმავლობაში უარს აცხადებდა ხელმოწერის ნიმუშის ჩაბარებაზე: „ვინც ამას ლაპარაკობს, იმაზე სამარცხვინო კაცი არ დადის ქვეყანაში“, - აღნიშნა ხალვაშმა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტები, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ინტერესების დამცველები საუბრობენ, გაყალბებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG