Accessibility links

ირანის პრეზიდენტი მინიშნებას აკეთებს ბრიტანეთთან ტანკერების გაცვლაზე და აშშ-თან მოლაპარაკებაზე


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ მინიშნება გააკეთა, რომ თეირანი ღიაა ბრიტანეთთან ტანკერების შესაძლო გაცვლისა და აშშ-თან თავისი ბირთვული პროგრამის და სანქციების გარშემო არაპირდაპირი მოლაპარაკებისთვის.

„დაძაბულობა ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან არ გვსურს“ - ამბობს როჰანი თავის კომენტარში, რომელიც მან მთავრობის ოფიციალურ ვებ საიტზე გამოაქვეყნა 24 ივლისს.

როჰანის თქმით, თუ ბრიტანეთი „შეწყვეტს არაკორექტულ მოქცევას, როგორიც უკვე გააკეთა, გიბრალტარში ქმედების ჩათვლით, ირანის პასუხი იქნება მათი ქცევის შესაბამისი".

ირანსა და ბრიტანეთს შორის დაძაბულობა გამწვავდა მას მერე, რაც ბრიტანეთის საზღვაო ფლოტმა ირანის ტანკერი დააკავა გიბრალტარში და ირანმა, შედეგად, დააკავა ბრიტანეთის დროშით მოცურავე სანავთობო ტანკერი ჰორმუზის სრუტეში.

როჰანის თქმით, თეირანი ღია იქნებოდა მოლაპარაკებისთვის ვაშინგტონთან, თუ მოხდება „ცეცხლის შეწყვეტა“ ეკონომიკური სანქციების მხრივ, რომლებიც აშშ-მა დაუწესა ირანს.

თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა გაფუჭდა მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ქვეყანა გაიყვანა 2015 წელს მიღწეული ბირთვულ შეთანხმებიდან ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის, რომელიც გულისხმობდა ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი კვლავ აღიარებენ შეთანხმებას და აცხადებენ, რომ დაიცავენ მის პირობებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG