Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაშკენტი: 24 ივლისს ბერდიმუჰამედოვი ტელეფონით ესაუბრა მირზიოევს


უზბეკეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი 24 ივლისს ტელეფონით დაბადების დღე მიულოცა უზბეკეთის პრეზიდენტ შავქათ მირზიოევს.

ეს განცხადება იყო პირველი დამოუკიდებელი ცნობა ბერდიმუხამედოვის საქმიანობაზე მას შემდეგ, რაც 21 ივლისს სოციალურ ქსელებსა და რუსეთის მედიაში გამოჩნდა დაუდასტურებელი ინფორმაცია თურქმენი ლიდერის გარდაცვალების შესახებ.

თურქმენეთის სახელმწიფო ტელევიზიამ უჩვენა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ათვალიერებს ბერდიმუჰამედოვი მშენებლობას აშხაბადში და დასძინა, რომ ვიდეო გადაღებულია 24 ივლისს. შეუძლებელია ვიდეოს გადაღების თარიღის დადგენა. გადაცემაში რამდენჯერმე ითქვა, რომ პრეზიდენტი შვებულებაშია 15 აგვისტომდე.

უფლებადამცველი ორგანიზაციები თურქმენეთს მოიხსენიებენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ და რეპრესიულ რეჟიმად. ასეთ ვითარებაში ხშირად ვრცელდება ჭორები და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს არ ეძლევათ ინფორმაციის გადამოწმება.

ბერდიმუჰამედოვი საჯაროდ არ გამოჩენილა 5 ივლისიდან - მიუხედავად იმისა, რომ 6 ივლისს აშხაბადს ესტუმრა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი.

თურქმენეთში პრეზიდენტის პიროვნების კულტია და სახელმწიფო მედია, ჩვეულებრივ, ვრცლად აშუქებს ბერდიმუჰამედოვის ყოველდღიურ საქმიანობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG