Accessibility links

გორის მუნიციპალური სამსახურის დაშავებული თანამშრომელი კლინიკაში გარდაიცვალა


გორის კლინიკაში გარდაიცვალა მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც 22 ივლისს მძიმედ დაშავდა სატვირთო ავტომანქანიდან გადმოვარდნის შედეგად.

Qartli.ge-ს ინფორმაციით, 57 წლის ნუგზარ ლამაზოღლი ავტომობილის საბარგულიდან ბანერთან ერთად გადავარდა და მძიმედ დაშავდა. ბანერი მოდის კვირეულის Fashion Week-ის იყო.

22 ივლისის შემდეგ ლამაზოღლი გორის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ექიმების ინფორმაციით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილის შვილი გამოძიებას ითხოვს იმის დასადგენად, რატომ აღმოჩნდა მამამისი სატვირთო ავტომანქანაზე, მაშინ როცა, ეს არ ევალებოდა და დასუფთავების სამსაახურში მუშაობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG