Accessibility links

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი


ლენტეხის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჩოლშურამ გარე სამყაროს მოწყვიტა სოფლები დურაში და ესიერი.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ წაიღო ხიდები, გზები დაანგრია და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG