Accessibility links

site logo site logo

„გლობალური ინოვაციების ინდექსი“: საქართველო „მოსალოდნელზე მეტს“ აღწევს


გაეროს „გლობალური ინოვაციების ინდექსით“, საქართველო, უკრაინა და ბულგარეთი მიეკუთვნებიან ლიდერებს მათი ეკონომიკური განვითარების დონეზე მყოფ ქვეყნებს შორის.

„გლობალური ინოვაციების ინდექსი“ 24 ივლისს გამოაქვეყნა გაეროს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტომ. როგორც ის აღნიშნავს, საქართველო და უკრაინა „მოსალოდნელზე მეტს აღწევენ“ მათი ეკონომიკური განვითარების დონის გათვალისწინებით.

უკრაინას მეორე, საქართველოს კი მესამე ადგილი უკავია ეკონომიკური ინოვაციის მაჩვენებლებით ქვედა-საშუალო შემოსავლის ქვეყნებს შორის.

საქართველო მოხსენიებულია ქვეყნად, რომლის ეკონომიკაც - ინოვაციის მხრივ - უკეთეს შედეგებს აღწევს, ვიდრე მოსალოდნელი იქნებოდა მისი მთლიანი შიდა პროდუქტის გათვალისწინებით. შესაბამისად, ის სხვა მსგავს ქვეყნებზე უფრო სწრაფად უახლოვდება ინოვაციის მხრივ ლიდერ ქვეყნებს.

საქართველო იკავებს მეოთხე ადგილს ჩრდილოეთ აფრიკისა და დასავლეთ აზიის რეგიონში.

მსოფლიო მასშტაბით, პირველ ადგილზეა შვეიცარია. მას მოჰყვებიან შვედეთი, აშშ, ნიდერლანდი და ბრიტანეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG