Accessibility links

აფხაზური მედიის ცნობით, გალელები "ძირძველ აფხაზურ გვარებს" იბრუნებენ


ოკუპირებული გალის რაიონისკენ მიმავალი ენგურის ხიდი

გალის რაიონის 400-ზე მეტ მცხოვრებს მიეცა შესაძლებლობა დაებრუნებინა ძირძველი აფხაზური გვარები - ამის შესახებ აფხაზური სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება ოკუპირებულ გალში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „მურზაყანელი აფხაზების საბჭოს“ თავმჯდომარის მოადგილეზე, ედიშერ ზუხბაზე დაყრდნობით.

ზუხბას ინფორმაციით, ორგანიზაციის დაარსებიდან ხუთ წელიწადში საბჭოს აფხაზური გვარების დასაბრუნებლად მიმართა 900-მდე ადამიანმა. ზუხბას განცხადებითვე, საბჭო დაინტერესებულია „აფხაზეთის შიდა ცხოვრებაში გალის რაიონის მცხოვრებთა უსწრაფესი ინტეგრაციით და აფხაზური გვარების აღდგენით.“

„აფსნიპრესის“ ამავე პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ გალის რაიონის მცხოვრებთა 95% ეთნიკურად ქართველია(მეგრელი), მაგრამ ყველასთვის კარგადაა ცნობილი თავისი აფხაზური ძირი. აფხაზური წარმომავლობის გვარებს შორის დასახელებულია ანჩაბაძე, აძინბაია, აქიშბაია, ბუთბაია, ინალიშვილი, ქეცბაია, ყოლბაია, კაკუბავა, ეზუგბაია და კიდევ ათზე მეტი გვარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG