Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაცემაში "სირცხვილია" მალხაზ მაჩალიკაშვილი მიიღებს მონაწილეობას


ანტისაოკუპაციო აქციების 36-ე დღეს, პარლამენტის წინ, გადაცემა „სირცხვილიას“ თემა იქნება პროტესტის უფლება.

აქციის ორგანიზატორები ეხმიანებიან სამართალდამცავების უარს, რის გამოც მალხაზ მაჩალიკაშვილმა 25 ივლისს, პარლამენტის წინ ვერ დადგა კარავი, რომელიც რუსთაველის გამზირზე, 11 თვის განმავლობაში იდგა და 20-21 ივნისის ღამეს, დემონსტრანტების დაშლისას მოირღვა.

გადაცემის პირველ ბლოკის სტუმარი იქნება მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელმაც თბილისის მერიასა და შსს-ს განცხადებებით მიმართა, კარვის გაშლაზე უარის თქმის განმარტების მოთხოვნით.

მეორე ბლოკის სტუმარი კი იქნება იურისტი თამარ კორძაია, რომელიც გამოტახვის თავისუფლებაზე ილაპარაკებს.

კარავი, რომელშიც, შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა და მალხაზ მაჩალიკაშვილი, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, შვილების მკვლელობის საქმეების ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ, 2018 წლის შემოდგომის მიწურულს გაიშალა.

ბოლო თვეების განმავლობაში პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ღამეს მხოლოდ მალხაზ მაჩალიკაშვილიღა ათენებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG