1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9171 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9171 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9010 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0161 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2496 ლარია. დღეს მოქმედი კურსით ევრო 3.2343 ლარს შეადგენდა. ევროს ფასის ცვლილებამ 0.0153, ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
დაწერეთ კომენტარი