Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებს პარლამენტში მოუსმენენ


ჯარჯი აქიმიძე. დავით დვალი
ჯარჯი აქიმიძე. დავით დვალი

„რუსთავი 2“-ის საკუთრებასთან დაკავშირებული დავის გამო, საქართველოს პარლამენტში გაიმართება შეხვედრა ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან.

შეხვედრის ორგანიზატორები არიან პარლამენტის დეპუტატები, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილი წევრები ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და კობა ნარჩემაშვილი. მათი განცხადებით, მომავალშიც მზად არიან შეხვედრები გამართონ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან.

მას შემდეგ, რაც 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის სარჩელი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ტელეკომპანიის მფლობელი კვლავ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გახდა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როცა ძალით წართმეული ტელეკომპანია მის დამფუძნებლებს დაუბრუნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG