Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახტაძე: ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი ცდილობს გააჩინოს კითხვის ნიშნები ყველაფრის გარშემო


პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იაფფასიანი სპეკულაცია უწოდა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ პოლიტიკური მოძრაობის, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური მოტივით დააკავეს.

„სამწუხაროდ, ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი მუდმივად ცდილობს, რომ გააჩინოს კითხვის ნიშნები ყველაფრის გარშემო. არსებობს ისეთი საკითხები, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის იყო ძალიან ნათელი. ელემენტარულად, კადრებში ჩანს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან იაფფასიანი სპეკულაცია. მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, აქედან გამომდინარე მე თავს შევიკავებ შინაარსობრივი შეფასებისგან“ - უთხრა ჟურნალისტებს დუშეთში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველოში სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულებაა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მიუხედავად იმისა, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ყველა პროცესისგან პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ, საქართველოს ჰყავს ძლიერი საზოგადოება, რომელიც ყველაფერს ობიექტურად აფასებს.

შსს-ს თანამშრომლებმა ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მონაწილეობისთვის აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG