Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეო: ირანელ ხალხს მინდა ვუთხრა, თუ რა ზიანი მიაყენა მისმა ხელისუფლებამ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ თუ შესაძლებლობა მიეცემოდა, „სიხარულით ჩავიდოდა“ ირანში, რათა ირანელი ხალხისათვის ეთქვა, „თუ რა ზიანი მიაყენა მსიმა ხელისუფლებამ“. „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში, პომპეო აღნიშნავს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ, მოჰამად ჯავად ზარიფს ხშირად აქვს შესაძლებლობა მიმართოს ამერიკელ ხალხს ნიუ-იორკში გაეროში სტუმრობის დროს.

ამასთან პომპეომ სარკაზმით ილაპარაკა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრზე და მიანიშნა, რომ იქ ყველაფერს ირანის სასულიერო ლიდერი წყვეტს. „ადამიანმა უფრო მეტი იცის, თუ რა ხდება მთვარაზე, ვიდრე საგარეო საქმეთა მინისტრმა ზარიფმა ირანში მიმდინარე მოვლენებზე“, - აღნიშნა მაიკ პომპეომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG