Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი „რუსთავი 2“-ის დირექტორსა და არხის ჟურნალისტებს შეხვდა


„მინდოდა ამეხსნა არხის დირექტორისთვის თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება ამ არხზე განვითარებულ მოვლენებს ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით“, - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებსა და ახალ გენერალურ დირექტორს, პაატა სალიას შეხვდა.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ნინო ლომჯარია ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ტელეკომპანიაში მისი მისვლის მიზანი იყო, აეხსნა ახალი დირექტორისათვის თუ რატომ არ უნდა ჩაერიოს ჟურნალისტურ საქმიანობაში არხის ხელმძღვანელობა და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიამ შეინარჩუნოს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა:

„ტელევიზია არ არის მხოლოდ ბიზნესი და კერძო ინტერესები. მას აქვს ძალიან დიდი საჯარო მნიშვნელობა, განსაკუთრებით, როცა ის კრიტიკულია. პაატა სალია აცხადებს, რომ ახალ მფლობელს და თავად მას არ აქვთ არანაირი სურვილი, ჩაერიონ არხის სარედაქციო პოლიტიკაში, თუმცა ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ ხელშესახები დაცვის მექანიზმები“, - ამბობს ნინო ლომჯარია.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, მენეჯმენტის მხრიდან არ ყოფილა საუბარი კონკრეტულ დაცვის გარანტიებზე. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია ძირითადად ლაპარაკობდა იმ ფინანსურ პრობლემებზე, რომელიც არხზე მისვლისას დახვდათ.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიებზე უნდა გაგრძელდეს მსჯელობა და კონკრეტული ფორმატის მოფიქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG