Accessibility links

სალომე ზურაბიშვილმა ლაგოდეხში ვარდის სათბური დაათვალიერა


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 27 ივლისს ლაგოდეხში ფერმერის, ვასილ აფციაურის ვარდის სათბური დაათვალიერა. პრეზიდენტი კახეთში ოთხი დღე იმყოფებოდა. როგორც მან რადიო „თავისუფლებას“ განუცხადა, მას შემდეგ, რაც კახეთში ტურისტულ ინფრასტრუქტურას და მარშრუტებს გაეცნო, გეგმავს შეხვდეს ტურიზმის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს, რადგან „კახეთში მოგზაურობის შემდეგ უამრავი მოსაზრება აქვს“. „კახეთი თავისი რესურსებით არის მდიდარი რეგიონი. ლაგოდეხის ნაკრძალი კი არის ერთ-ერთი საუნჯე სადაც ბევრი ტურისტი ჩამოდი. აქ ჩამოდიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ის ტურისტები, რომლებმაც იციან აქაურობის ფასი. მსოფლიოში კლიმატური დაბინძურების ფონზე უნიკალური ადგილები ძალიან ცოტა რჩება და აქ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა. რუსული ავიაემბარგოს შემდეგ ლაგოდეხში რუსი ტურისტების პრობლემა არ არის, რადგან ისინი უშუალოდ აქ ისედაც ნაკლებად ჩამოდიოდნენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG