Accessibility links

თუშეთის გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა


თუშეთი

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, მაღალი გამავლობის ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში იმყოფებოდა 12-მდე ადამიანი, მათგან ნაწილმა გადავარდნამდე ავტომანქანის დატოვება მოასწრო.

სატვირთო მანქანის ყველა მგზავრი სოფელ ქვემო ალვანის მცხოვრებია. ისინი თუშეთში, სოფლის დღესასწაულზე მიემგზავრებოდნენ.

როგორც რადიო თავისუფლებას სამაშველო სამსახურში განუცხადეს, უწყებაში თუშეთში მომხდარზე შესულია შეტყობინება და ამ წუთებში მაშველები შემთხვევის ადგილზე მიემგზავრებიან. სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG