Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე რჩებიან სამაშველო ჯგუფები


შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა:

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მიმდინარე წლის 27 ივლისს, თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი".

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, "ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა".

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწრაფი რეაგირების ჯგუფები და მედიკოსები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩავიდნენ. შსს-ის ინფორმაციით, ადგილზე რჩებიან სამაშველო ჯგუფები, რომლებიც გათენებისთანავე გააგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG