Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუქარესტში გააპროტესტეს პოლიციის რეაგირება ინციდენტზე, რომელიც მოზარდის მკვლელობით დასრულდა


რუმინეთში პატივს მიაგებენ მოკლული მოზარდის, 15 წლის ალექსანდრას ხსოვნას
რუმინეთში პატივს მიაგებენ მოკლული მოზარდის, 15 წლის ალექსანდრას ხსოვნას

ბუქარესტში 2500-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა მთავრობის ადმინისტრაციასთან და დაგმო პოლიციის რეაგირება ინციდენტზე, რომელიც მოზარდი გოგოს მკვლელობით დასრულდა.

წინა დღეს, 26 ივლისს, რუმინეთის პოლიციის უფროსი მოხსნეს ქალაქ კარაკალში 15 წლის გოგოს მოტაცების, გაუპატიურებისა და მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ნიკოლაე მოგას განცხადებით, მან პოლიციის უფროსი და კიდევ ორი ოფიციალური პირი მოხსნა გოგოს მოტაცებაზე პოლიციის ნელა რეაგირების გამო.

ცნობების თანახმად, მსხვერპლმა 25 ივლისის დილას სამჯერ დარეკა გადაუდებელი დახმარების ნომერზე (112), პოლიციას კი 19 საათი დასჭირდა რეაგირებისათვის.

მას შემდეგ, რაც რუმინეთის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ინციდენტის შესახებ, 26 ივლისის საღამოს ასობით ადამიანი შეიკრიბა ეჭვმიტანილად დასახელებული მამაკაცის სახლთან.

პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი და პრემიერ-მინისტრი ვიორიკა დანჩილა გამოვიდნენ მოწოდებით, გამოძიებულ იქნას პოლიციის რეაგირება და დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG