Accessibility links

site logo site logo

შეკვეთილში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა


შეკვეთილში მშენებარე სასტუმროდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გარდაცვლილი 60 წლამდე მამაკაცია. მრავალსართულიან სასტუმროს შპს "მაგნიკა" აშენებდა და მისი გახსნა 1 აგვისტოს იგეგმებოდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით უკვე დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობით დასრულდა.

2019 წელს სამშენებლო ობიექტზე სულ 13 მუშა გარდაიცვალა, მათგან ბოლო 16 წლის გიორგი ბეშკენაძე იყო. მოზარდი თბილისში მშენებლობაზე მუშაობდა. ის ლიფტი შახტში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG