Accessibility links

მაკრონი პუტინთან მოლაპარაკებას გამართავს თავის საზაფხულო რეზიდენციაში


2019 წლის 28 ივნისი: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი (მარჯვნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოსაკაში, "დიდი ოცეულის" სამიტში მონაწილეობისას

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, მან რუსი კოლეგა მიიწვია ხმელთაშუა ზღვის პირას, ფორტ ბრეგანსონის რეზიდენციაში მოლაპარაკების გასამართად.

მაკრონმა 27 ივლისს განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება 19 აგვისტოს, „დიდი შვიდეულის“ სამიტის მასპინძლობამდე რამდენიმე დღით ადრე.

ფრანგი ლიდერის განმარტებით, მოლაპარაკება ფორტ ბრეგანსონში გაიმართება იმის გამო, რომ ეს ადგილი იძლევა „განმარტებით მუშაობისა“ და უცხოელი ლიდერების მიღების შესაძლებლობას.

შარშან მაკრონი მკაცრად გააკრიტიკეს, როცა გაირკვა, რომ 38 ათასი დოლარი დახარჯა ბრეგანსონში საცურაო აუზის მოსაწყობად.

რუსეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ თანახმად, კრემლმა დაადასტურა, რომ დაწყებულია საფრანგეთში პუტინის ვიზიტის მოსამზადებელი სამუშაოები.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი 24-26 აგვისტოს გაიმართება სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG