Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონკონგში მოქალაქეები აკრძალვის მიუხედავად შეიკრიბნენ საპროტესტო მსვლელობაზე


2019 წლის 21 ივლისი: საპროტესტო მსვლელობა ჰონკონგში
2019 წლის 21 ივლისი: საპროტესტო მსვლელობა ჰონკონგში

ჰონკონგის ქუჩებში ისევ შეიკრიბნენ საპროტესტო აქციაზე ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად.

აქტივისტები მსვლელობას მართავენ რაიონში, რომელიც ჰონკონგის ბიზნესცენტრია, ბლოკავენ მთავარ მაგისტრალებს. ისინი გმობენ პოლიციის ქმედებებსა და სადავო კანონპროექტს ექსტრადიციის შესახებ.

ხელისუფლებამ გასცა მიტინგის კონკრეტულ ადგილას, ჩარტერ გარდენის პარკში, ჩატარების სანქცია და უკანონოდ მიიჩნევს აქციის სადმე სხვაგან გადატანას.

წინა დღეს, 27 ივლისს, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად.

ჩინეთის კუთვნილ ამ, ავტონომიურ ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება საპროტესტო აქციები. ხშირია შეტაკებები დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის.

პროტესტს იწვევს კანონპროექტი, რომელიც შესაძლებელს ხდის ეჭვმიტანილთა ექსტრადიციასა და გასამართლებას ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე, რაც ბევრს მიაჩნია საფრთხედ დაკავებულთა უფლებების დაცვისათვის.

კანონპროექტის განხილვა შეჩერდა, მაგრამ დემონსტრანტები გამოდიან დამატებითი მოთხოვნებით, როგორიცაა პირდაპირი არჩევნების ჩატარება, ამჟამინდელი პარლამენტის დაშლა და პოლიციის სავარაუდოდ, სასტიკი ქმედებების გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG