Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს აკრიტიკებენ მომიტინგეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებისათვის


მოსკოვი, 2019 წლის 27 ივლისი
მოსკოვი, 2019 წლის 27 ივლისი

უფლებადამცველი ორგანიზაციები, აშშ და ევროკავშირი გმობენ, მათი შეფასებით, არაპროპორციული ძალის გამოყენებას მოსკოვში 27 ივლისს გამართული მიტინგის მონაწილეთა მიმართ.

აქციაზე აპროტესტებდნენ საარჩევნო კომისიის უარს სექტემბრის მუნიციპალური არჩევნებისათვის დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციაზე.

ორგანიზაცია OVD-info-ს მონაცემებით, დაკავებულ იქნა 1373 ადამიანი. პოლიციელები ხელკეტებს ურტყამდნენ დემონსტრანტებს.

ძალადობა გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც მომიტინგეებმა სხვა ადგილებს მიაშურეს. ლოზუნგებს შორის იყო „რუსეთი პუტინის გარეშე“.

რუსეთში აშშ-ის საელჩოს პრესმდივანმა, ანდრეა კელენმა, ტვიტერში დაწერა, რომ „რუსეთში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტის დაკავება და არაპროპორციული საპოლიციო ძალის გამოყენება ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლებას“.

ხოლო ევროკავშირის პრესმდივანმა მაია კოჩიანჩიჩმა აღნიშნა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება“ ძირს უთხრის „გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების ფუნდამენტურ თავისუფლებებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG