Accessibility links

ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობა სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება


ირაკლი ოქრუაშვილი

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატები თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებენ საქალაქო სასამართლოს მიერ ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას.

დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვება უსაფუძვლოა, რადგან არ არსებობს მიმალვის, ან ვინმეზე ზემოქმედების საშიშროება. ადვოკატების პოზიციაა, რომ ოქრუაშვილის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს გირაო, ან პირადი თავდებობა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, თბილისში დააკავეს. მას ბრალად ედება 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა.

27 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG