Accessibility links

თუშეთში გრძელდება ავტოკატასტროფის შემდეგ დაკარგული ადამიანის ძებნა


მაშველები განაგრძობენ თუშეთში, ავტოავარიის შემდეგ დაკარგული ერთი ადამიანის ძებნას.

დღეს დილიდან გადაიკეტა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა, სოფელ ლეჩურიდან ომალომდე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გზის გადაკეტვა აუცილებელია მძიმე ტექნიკის გამოყენებით ხევიდან სატვირთო ავტომანქანის ამოსატანად.

27 ივლისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. გადარჩა სატვირთო ავტომანქანაში მყოფი კიდევ 5 ადამიანი, ერთი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

გამოძიების წინასწარი ვერსიით, ომალოსკენ მოძრავი „კამაზის“ მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG