Accessibility links

საავადმყოფოსთან, სადაც ნავალნი იმყოფება, პოლიციამ დაშალა საპროტესტო აქცია


მოსკოვის პოლიციამ 29 ივლისს ოცკაციანი საპროტესტო აქცია დაშალა და ერთი რუსი ჟურნალისტი დააკავა ციხის საავადმყოფოსთან, სადაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ნავალნი მკურნალობს, მისი ექიმების თანახმად „უცნობი ქიმიური ნივთიერებით“ შესაძლო მოწამვლის დიაგნოზით.

ტვიტერით გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ხტებიან სპეცრაზმის წევრები ავტობუსიდან და სასტიკად შლიან მცირერიცხოვან აქციას.

ტვიტერის წყაროს ცნობით დაკავებულია ტელეკომპანია „დოჟდის“ კორესპონდენტი დანიილ სოტნიკოვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG