Accessibility links

ალიასკაზე ისრაელის სარაკეტო კომპლექსი გამოსცადეს


.

აშშ-ში, ალიასკაზე მოეწყო ისრაელის ანტისარაკეტო კომპლექსის, „ხეც-3-ის, გამოცდა. როგორც „ბი-ბი-სი“ იტყობინება, გამოცდა მოაწყვეს ისრაელის სამხედროებმა აშშ-ის არმიასთან ერთად.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ რაკეტების გაშვება წარმატებით მოხდა. ნეტანიაჰუმ ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ რაკეტა მოხვდა სამიზნეს, რომელიც დედამიწის ატმოსფეროს გარეთ მდებარეობდა და მადლობა გადაუხადა აშშ-ს. ნეტანიაჰუს თქმით, რაკეტის წარმატებული გამოცდა ადასტურებს „ხაც-3-ის“ უნარს, იმოქმედოს ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ, რომლებიც ისრაელის მიმართ იქნება გაშვებული. ისრაელის პრემიერით თქმით, ახლა მტრებს ეცოდინებათ, რომ ისრაელი მათ აღემატება თავდასხმასა და თავდაცვაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG