Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდასხმას ავღანეთში 20 ადამიანი ემსხვერპლა


სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა ბომბის აფეთქებას, რომელიც მოჰყვა შეიარაღებულ შეტაკებას ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატის, ამრულა სალეჰის ოფისთან.

დაშავებულია 50 ადამიანი, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. ინციდენტი მოხდა ავღანეთის, 28 სექტემბრისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის პირველ დღეს.

ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ერთი სამოქალაქო პირი მოკლეს თავდასხმისას. ცნობით, აფეთქების შემდეგ შეიარაღებული პირები შეიჭრნენ ოთხსართულიან შენობაში, სადაც სალეჰის პარტიის ოფისიცაა. თავდამსხმელებს და ავღანეთის უშიშროების ძალებს შორის სროლა ოთს საათს გაგრძელდა. თითქმის სამი თავდამსხმელი იქნა მოკლული, შენობაში მყოფი 40 სამოქალაქო პირი ევაკუირებულ იქნა. თვითონ სალეჰი ნამსხვრევმა დააშავა, მაგრამ შენობიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG