Accessibility links

ნავალნი ციხეში დააბრუნეს, კვლავ ისმის ეჭვები მისი ავადმყოფობის შესახებ


ანასტასია ვასილიევა, ალექსეი ნავალნის მკურნალი ექიმი

კვლავ ისმის ეჭვები რუსეთის ყველაზე გავლენიანი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ის გამოწერეს მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოდან, სადაც დაუკონკრეტებელი დაავადების გამო მოხვდა.

43 წლის ოპოზიციონერის ექიმმა, ანასტასია ვასილიევამ ჟურნალისტებს 29 ივლისს უთხრა, რომ ნავალნი კლინიკიდან გამოწერეს და ის დაცვის თანხლებით კვლავ ციხეში იქნა დაბრუნებული.

ნავალნი ერთი დღით ადრე მოხვდა საავადმყოფოში, სახის მძიმე გასიებით და გამონაყარით, რამაც გააჩინა შეშფოთება, რომ ის, შესაძლოა, მოწამვლის მცდელობის მსხვერპლია - თუმცა საავადმყოფოს მუშაკებმა მისი მდგომარეობა დაახასიათეს "ზოგად ალერგიულ რეაქციად".

ნავალნის ადვოკატმა, ოლგა მიხაილოვამ, მისი კლენტის საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ნავალნი უცნობი ქიმიური ნივთიერებითაა მოწამლული.

სტეროიდული მედიკამენტით, პრედნიზოლონით "ინტენსიური მკურნალობის შედეგად ალექსეი უკეთ გახდა" - ამბობს ვასილიევა საავადმყოფოდან გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე, 29 ივლისს, ვასილიევამ თქვა, რომ "კატეგორიულად" ეწინააღმდეგება ნავალნის დაბრუნებას საპატიმროში, სანამ მისი დაავადების მიზეზი დადგენილი არ არის. "არ შემდგარა ტოქსიკოლოგიური კონსულტაცია. არ გვაქვს ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების შედეგები" - თქვა ადვოკატმა და დასძინა - "უცნობია, რომელმა ტოქსიკურმა ნივთიერებამ გამოიწვია გასიება და გამონაყარი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG