Accessibility links

თუშეთში მომხდარი ავარიისას დაკარგული მოქალაქე ამ დრომდე არ უპოვიათ


ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე სამაშველო-საძიებო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ავარიის შედეგად ხევში გადავარდნილი ავტომობილი წყლიდან ამოიღეს, თუმცა მყვინთავებმა მანქანის ქვეშ არსებულ წყლისქვეშა სივრცეში ვერ მიაკვლიეს მოქალაქეს, რომელსაც ისინი უკვე რამდენიმე დღეა ეძებენ.

სამაშველო ჯგუფები მდინარის კალაპოტის 4 კილომეტრიან მონაკვეთს დეტალურად ათვალიერებენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთის გზაზე 27 ივლისს მოხდა და მას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG