Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი გვრიტიშვილი: მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შეჩერება პირადი მოსაზრებაა


დიმიტრი გვრიტიშვილი
დიმიტრი გვრიტიშვილი

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების სექტემბრამდე გადადება მისი პირადი მოსაზრებაა.

„როგორც სხდომის თავმჯდომარე, წარვმართავ პროცესს. საშვებულებო პერიოდია და როგორც საბჭოს ერთმა წევრმა, ჩემი მოსაზრება გამოვთქვი. არ გამოვრიცხავ, ეს საკითხი განვიხილოთ. თუმცა იმასაც ვითვალისწინებ, რომ უზენაეს სასამართლოში უმძიმესი ვითარებაა. არაერთხელ ვთქვი, რომ პროცესი რაც შეიძლება გონივრულ ვადაში უნდა დასრულდეს საბჭოშიც და პარლამენტშიც“ - უთხრა ჟურნალისტებს დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მის კომენტარს წინ უძღოდა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება, რომ დიმიტრი გვრიტიშვილი საბჭოს თვითმარქვია თავმჯდომარეა და არ აქვს უფლება საბჭოს სახელით ილაპარაკოს კანდიდატებთან გასაუბრების გადადებაზე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 17 ივლისიდან მიმდინარეობს გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან. 29 ივლისის ჩათვლით, საბჭოს წევრებმა მოუსმინეს 50-დან 26 კანდიდატს. 30 ივლისს გასაუბრებაში მონაწილეობს კიდევ ორი კანდიდატი.

საქართველოს კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში 28 მოსამართლეა. ამჟამად ვაკანტურია თანამდებობების ნახევარზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG