Accessibility links

პაკისტანში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა დასახლებულ ადგილას, დაიღუპა სულ მცირე 18 პირი


სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა პაკისტანში, მცირე ზომის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დასახლებულ ადგილას, საგარნიზონო ქალაქ რავალპინდისთან ახლოს - აცხადებენ ოფიციალური პირები.

არმიის განცხადების თანახმად, თვითმფრინავის ჩამოვარდნას ემსხვეროლა ეკიპაჟის ხუთი წევრი, მათ შორის ორი პილოტი. სამაშველო სამსახურის ცნობით, კიდევ დაღუპულია თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას მყოფი 13 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაშავებულია სულ მცირე 12, მათ შორის რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

თვითმფრინავი რუტინულ ფრენას ასრულებდა, როცა სოფელ მორა კალუსთან გამთენიისას ჩამოვარდა, რითიც გააჩნია ცეცხლი, რომელიც სულ მცირე სამ სახლს მოედო. ტრაგედიის მიზეზების შესახებ დეტალები არ ვრცელდება. რავალპინდი დედაქალაქ ისლამაბადთან მდებარეობს და იქ პაკისტანის სამხედრო შტაბია განთავსებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG