Accessibility links

მოისწრაფიშვილი: პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მისაღწევია შედეგი, რასაც დადგენილი საზღვრები ჰქვია


ხატია მოისწრაფიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სჭირდება დადგენილი საზღვრები განვითარებისთვის, შესაბამისად კომისიას უნდა ჰქონდეს საშუალება მშვიდ და ეფექტურ გარემოში იმუშაოს - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი დავით გარეჯის საკითხზე დასმულ შეკითხვას.

გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა. შესაბამისად, მუშაობა განაახლა კომისიამ, რომელმაც საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო. ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს სჭირდება დადგენილი საზღვრები განვითარებისთვის და იმ გეზისკენ სვლისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა მიეცეს კომისიას მუშაობის საშუალება. რა თქმა უნდა, არ გვაქვს არავის ილუზია, რომ ეს დღეს და ხვალ მოხდება, მაგრამ კომისიას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მშვიდ და ეფექტურ გარემოში იმუშაოს და მივიდეთ იმ შედეგებამდე, რომელ შედეგამდეც გვინდა მისვლა, ეს არის დადგენილი საზღვრები", - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG