Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსების თითქმის 40%-ს აღარ უნდა პუტინი 2024 წლის შემდეგ


რუსეთის მოქალაქეების 38% აღარ ისურვებდა ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის ხილვას 2024 წლის შემდეგ, - ასეთ შედეგს აჩვენებს „ლევადა ცენტრის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.

„ვედომოსტის" ცნობით, ასეთი განწყობა 11%-ით გაიზარდა ბოლო ერთ წელიწადში, მაგრამ არ წარმოადგენს რეკორდს: 2012 წელს ეს მაჩვენებელი - 40%-ს, ხოლო 2013 წელს - 45%-ს უტოლდებოდა.

2024 წლის შემდეგ პუტინის კრემლში დატოვების მომხრეა გამოკითხულთა 54%. ეს მაჩვენებელი მაქსიმალური იყო 2017 წელს - 67%.

რეკორდულად არის შემცირებული (8%) მათი წილი, ვისაც ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა. გასულ წლებში ეს მაჩვენებელი 14%-სა და 26%-ს შეადგენდა.

"ლევადა ცენტრზე" დაყრდნობით „ვედომოსტი“ იტყობინება, რომ 2001 წლის ივლისის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია რუსეთის იმ მოქალაქეების რიცხვმა, რომლებიც თვლიან, რომ პუტინის მიმართ ნდობა განპირობებულია ალტერნატიული სანდო ფიგურის არარსებობით. ასე ფიქრობს რესპონდენტთა 43%. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 29%-ს შეადგენდა.

ბოლო 19 წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლებია (24%) იმ რესპონდენტთა რიცხვი, რომლებსაც სჯერათ, რომ პუტინი კვლავაც შეძლებს ქვეყნის პრობლემებთან გამკლავებას. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 39%-ს შეადგენდა.

თუმცა ამ ცვლილებებმა, "ვედომოსტის" ცნობით, გავლენა ვერ მოახდინა ვლადიმირ პუტინის ელექტორალურ რეიტინგზე. საპენსიო რეფორმის კვალდაკვალ 2018 წლის ივნისში გამოვლენილი მკვეთრი ვარდნის შემდეგ, რეიტინგი ისევ სტაბილურია: გამოკითხულთა 40%-ის ანდა ხმის მისაცემად მზადმყოფთა 54%-ის სახით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG