Accessibility links

site logo site logo

მოსკოვში დააკავეს ოპოზიციური პარტიის ლიდერი მიტინგის ჩატარებაზე უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ


მიხაილ სვეტოვი

მოსკოვში პოლიციამ დააკავა რუსეთის ლიბერტარიანული პარტიის ლიდერი მიხაილ სვეტოვი მას შემდეგ, რაც უშედეგოდ დასრულდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება მიტინგის ჩასატარებლად ადგილის გამოყოფის შესახებ.

მიტინგის ორგანიზატორების გეგმაა, ისევ მოითხოვონ მოსკოვის მუნიციპალურ არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვება.

30 ივლისს მიხაილ სვეტოვის დაპატიმრების ფონია ხელისუფლების გაფრთხილება, რომ სამართალდამცველები მკაცრ ზომებს მიმართავენ ნებისმიერი უსანქციო მიტინგის წინააღმდეგ.

სვეტოვის პარტია, რომელიც მოითხოვდა აქციის ჩატარებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სათავო ოფისთან მდებარე ლუბიანკის მოედანზე, ტვიტერში წერს, რომ ხელისუფლება სახაროვის გამზირს ასახელებს ერთადერთ შესაძლო ადგილმდებარეობად.

მოსკოვში 27 ივლისს ჩატარებულ უსანქციო მიტინგზე დაკავებულ იქნა 1300-ზე მეტი ადამიანი.

მომიტინგეები აპროტესტებენ ხელისუფლების უარს მოსკოვის საქალაქო სათათბიროს 8 სექტემბრის არჩევნებისათვის დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG