Accessibility links

თეირანის ყოფილ მერს სიკვდილი მიუსაჯეს ცოლის მკვლელობისათვის


2017 წლის 16 ოქტომბერი: თეირანის მაშინდელი მერი, მოჰამად ალი ნაჯაფი ბრიფინგის დროს

თეირანის ყოფილს მერს, მოჰამად ალი ნაჯაფის, სიკვდილი მიუსაჯეს ცოლის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობის შემდეგ.

ირანის საინფორმაციო სააგენტო „მიზანის“ ცნობით, სასამართლოს პრესმდივანმა 30 ივლისს გამოაცხადა, რომ ნაჯაფი დამნაშავედ ცნეს მიტრა ოსტადის განზრახ მკვლელობაში.

მიტრა ოსტადი 67 წლის ყოფილი მერის მეორე ცოლი იყო. ის 28 ივნისს შინ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ნაჯაფი სამართალდამცველებს ჩაბარდა და აღიარა ოჯახში კონფლიქტის ნიადაგზე ცოლის მკვლელობა.

დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

მკვლელობის საქმე ფართოდ შუქდებოდა ირანის მედიაში. ამ ქვეყანაში იშვიათია ძალადობა ცეცხლსასროლი იარაღით, მითუმეტეს ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG