Accessibility links

რუმინეთში გადადგა შს მინისტრი გახმაურებული მკვლელობით გამოწვეული პროტესტის ფონზე


ბუქარესტი, 2019 წლის 30 ივლისი: რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ნიკოლაე მოგა გამოდის განცხადებით გადადგომის შესახებ

რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნიკოლაე მოგამ გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ მოზარდი გოგოს სავარაუდო გაუპატიურებითა და მკვლელობით გამოწვეული პროტესტის ფონზე.

27 ივლისს ბუქარესტში ათასობით ადამიანმა დაგმო პოლიციის რეაგირება ინციდენტზე, რომელიც 15 წლის ალექსანდრა მაჩესანუს მკვლელობით დასრულდა.

ცნობების თანახმად, მსხვერპლმა 25 ივლისის დილას სამჯერ დარეკა გადაუდებელი დახმარების ნომერზე (112), პოლიციას კი 19 საათი დასჭირდა რეაგირებისათვის.

26 ივლისს რუმინეთის პოლიციის უფროსი მოხსნეს ქალაქ კარაკალში 15 წლის გოგოს მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

პოლიცია აცხადებს, რომ ადამიანის ძვლები და სამკაული იპოვა იქ, სადაც, სავარაუდოდ ალექსანდრა იყო დაკავებული - ავტომობილების ტექნიკური მომსახურების ძველ სადგურზე.

შენობის მფლობელმა, 65 წლის გეორგე დინკამ, აღიარა ალექსანდრასა და აპრილში დაკარგული 18 წლის გოგოს, ლუიზა მელეჩუს მკვლელობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG