Accessibility links

site logo site logo

34 კაცი დაიღუპა ავღანეთში ავტობუსის ნაღმზე აფეთქების შედეგად


დაჭრილების ევაკუაცია ჰერათში

სულ მცირე 34 კაცი დაიღუპა და 17 დაიჭრა დასავლეთ ავღანეთის პროვინცია ჰერათში სამგზავრო ავტობუსის აფეთქების შედეგად.

პროვინციის პოლიციის უფროსის, მოჰიბულა მოჰიბის თანახმად, ავტობუსი 31 ივლისს ყანდაარისა და ჰერათის დამაკავშირებელ გზაზე მიდოდა, როდესაც „თალიბანის მიერ გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე“ აფეთქდა.

მომხდარში თალიბანს ადანაშაულებს ასევე ავღანეთის ცენტრალური ხელისუფლება, თუმცა პასუხისმგებლობა აფეთქებაზე ჯერჯერობით არავის აუღია.

ავღანეთის ამ არეალში თალიბი მებრძოლები აქტიურად იყენებენ გზაზე დამონტაჟებულ ნაღმებს და თავს ესხმიან ავღანეთის ხელისუფლებისა და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG