Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალია: ვმუშაობთ, რომ „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა არ შეწყვიტოს


ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ დავალიანება დაიფაროს და „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობა არ შეწყდეს, - უთხრა რადიო თავისუფლებას ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ.

„ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ აუცილებლად მოხდეს ამ დავალიანების დაფარვა. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბატონ ზილფიმიანთან („სტერეო +“-ის დამფუძნებელთან), ვისაუბრეთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ არხის გათიშვა არ მოხდეს“, - განაცხადა პაატა სალიამ.

„სტერეო +“-ის მიერ 31 ივლისს გავრცელებული განცხადების თანახმად, დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, 1 აგვისტოს, 24:00 საათიდან, შესაძლოა ეროვნული მაუწყებლობა შეუწყდეთ „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებასა“ და „ტვ პირველს“.

„გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა „სტერეო +“-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე დაფარული არ იქნება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კერძო მულტიპლექს ოპერატორი "სტერეო +" ციფრულ მაუწყებლობას საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG