Accessibility links

ევროკავშირი: შავი ზღვა ხმელთაშუა ზღვაზე ორჯერ უფრო ბინძურია


შავი ზღვა შეიცავს ორჯერ უფრო მეტ ე.წ. ზღვის ნაგავს, ვიდრე ხმელთაშუა ზღვა, - ნათქვამია უკრაინაში მყოფი ევროკავშირის დელეგაციის 30 ივლისის პრესრელიზში.

ანგარიშში, რომელიც 2017 წელს საქართველოს, უკრაინისა, რუსეთის სანაპიროებთან და ასევე ღია ზღვაში აღებული წყლის სინჯის შესწავლას ეფუძნება, ევროკავშირი ასკვნის, რომ ზღვის ნაგვის 83%-ს შეადგენს პლასტმასის ბოთლები და პოლიეთილენის პაკეტები.

„უკრაინის უდიდეს მდინარეებს შავ ზღვაში ერთ საათში 6-დან 50-მდე ერთეული ნაგავი ჩააქვთ. შესაბამისად, შავ ზღვაში ერთ კვადრატულ კილომეტრზე მოდის 90,5 ერთეული ნაგავი. შედარებისათვის ხმელთაშუა ზღვაში კვადრატულ კილომეტრზე ნაგვის რაოდენობა შეადგენს 50 ერთეულს. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ შავ ზღვაში ნაპოვნი ქიმიური ნივთიერება, ბენზოაპირენი, პესტიციდები და ინსეკტიციდები, საშიშია ცხოველებისა და ადამიანის სიცოცხლისათვის“, - ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში.

დოკუმენტში მითითებულია, რომ შავ ზღვაში მცხოვრები დელფინების ყველა სახეობის პოპულაცია "შედარებით დაბალია".

დელფინების ყველაზე დიდი ჯგუფი აღმოჩნდა დუნაის დელტაში და უკრაინის ზმეინის კუნძულთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG