Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთმა მწვანე შუქი აუნთო F-16-ი გამანადგურებლების შეძენას აშშ-ისგან


F-16-ი მოქმედებაში
F-16-ი მოქმედებაში

ბულგარეთის მთავრობამ საბოლოო შეთანხმებას მიაღწია 1,67 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე, რომლითაც აშშ-ისგან შეძენილი იქნება F-16-ი კლასის რვა გამანადგურებელი თვითმფრინავი. ეს არის ყველაზე უფრო ძვირადღირებული სამხედრო კონტრაქტი ბულგარეთისთვის 1990-იანი წლების შემდეგ, რაც კომუნისტური ბანაკი დაიშალა.

კონტრაქტი და ასევე ბულგარეთის 2019 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილება გამოქვეყნდა 30 ივლისის „სამთავრობოაო გაზეთში“.

„მივესალმებით პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის და ბულგარეთის მთავრობის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, მოახდინოს ქვეყნის სამხედრო მოდერნიზება ნატოს სტანდარტების ამ მაღალეფექტური საბრძოლო თვითმფრინავების შეძენით“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, მორგან ორტაგუს განცხადებაში.

23 ივლისს ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა, რომელმაც არასაკმარისად მიიჩნია დებატები ასეთი ძვირადღირებულ წამოწყებაზე, ვეტო დაადო ამ შეთანხმებას, რომელიც თვითმფრინავების გარდა ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობის შეძენას

მაგრამ კანონმდებლებმა იოლად დაძლიეს პრეზიდენტი ვეტო.

ამერიკული რვა გამანადგურებლით, რომელსაც ბულგარეთი 2023-2024 წლებში მიიღებს, ჩანაცვლდება საბჭოთა წარმოების მიგ-29 ტიპის თვითმფრინავები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG