Accessibility links

მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი მუშა გადაარჩინეს


მაშველებმა ყვარელში გადაარჩინეს შენობის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის დროს კედელი ჩამოინგრა.

მაშველების მიერ ნანგრევებიდან ამოყვანილი მუშა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG