Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მძვინვარებს ხანძარი, ცეცხლი უკიდია 3 მილიონ ჰექტარ ფართობს


ხანძარი იაკუტიაში
ხანძარი იაკუტიაში

რუსეთის კრასნოიარსკის მხარეში, ირკუტსკის ოლქსა და იაკუტიაში მძვინვარებს ხანძარი ტყის დიდ ტერიტორიაზე. ბოლო მონაცემებით სტიქიის ფართობმა 3 მილიონ ჰექტარს მიაღწია.

კვლავ საშიში ვითარებაა კრასნოიარსკის მხარეში, სადაც იწვის დაახლოებით 1,067 მილიონი ჰექტარი. განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ხანძრის რაოდენობა 99 დან 90-მდე შემცირდა, ამასთან სტიქიის ფართობმა მოიმატა 20 ათასი ჰექტარით.

ყველაზე დიდი ფართობი იწვის იაკუტიაში - 1,4 მილიონი ჰექტარი. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ავიაციამ ოთხშაბათიდან შეუდგა ხანძრის ჩაქრობას კრასნოიარსკის მხარეში. ამასთან ციმბირის სხვა რაიონებსა და შორეულ აღმოსავლეთში ხელისუფლება კვლავაც უარზეა ებრძოლოს ხანძარს, რომელიც, თითქოს, არ უქმნის საფრთხეს დასახლებულ პუნქტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG