Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დააკავეს რუსეთისათვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ყოფილი პოლიციელი


უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, ზაპოროჟიეს რეგიონში დააკავეს ყოფილი პოლიციელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.

უშიშროების სამსახური 31 ივლისის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ყოფილი პოლიციელი, რომლის ვინაობას არ ასაჯაროვებენ, „აგროვებდა მონაცემებს ზაპოროჟიეში სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შესახებ და რეგულარულად ჩადიოდა ყირიმში“. ამავე წყაროს თანახმად, ნახევარკუნძულზე, რომელიც 2014 წელს დაიპყრო რუსეთმა, ეჭვმიტანილი მონაცემებს გადასცემდა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს.

თითქმის ორი კვირით ადრე უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოაცხადა, რომ პოლტავის რეგიონში დააკავა ყოფილი პოლიციელი რუსეთისათვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG