Accessibility links

ტრამპი აცხადებს, რომ გაეცნობა ვითარებას მოსკოვის იზოლატორში ნავალნის შესაძლო მოწამვლის გარშემო


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისათვის ცნობილია რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამლის შესახებ და აპირებს, მოიპოვოს ინფორმაცია ამ საკითხზე.

ამის შესახებ იუწყება მედიაკორპორაცია ABC News.

მის ტვიტერში გამოქვეყნდა მოკლე ფრაგმენტი ინტერვიუდან, რომელშიც ტრამპს ეკითხებიან - სმენია, თუ არა, რომ რუსეთში შესაძლოა, მოეწამლათ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. „მსმენია ამ შესახებ, არ ვიცი, მაგრამ შევისწავლი“, ამბობს ტრამპი.

28 ივლისის დილას ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს მოსკოვის დროებითი დაკავების ცენტრიდან. ოფიციალური ვერსიით, მას გამონაყარი დაუდგინეს. მაგრამ ნავალნის მკურნალი ექიმი ვარაუდობს ალერგიულ რეაქციას უცნობ ქიმიურ ნივთიერებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG