Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ლიბერტარიანული პარტიის ლიდერს 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს


მიხაილ სვეტოვი
მიხაილ სვეტოვი

მოსკოვში სასამართლომ 30 დღით პატიმრობა შეუფარდა ლიბერტარიანული პარტიის ლიდერს, მიხაილ სვეტოვს, რომელიც დამნაშავედ ცნო საჯარო შეკრების შესახებ კანონის დარღვევაში.

სასამართლოს განმარტებით, სვეტოვმა კანონი დაარღვია 16 ივლისს ოპოზიციის უსანქციო მიტინგში მონაწილეობით. მომიტინგეებმა მოითხოვეს დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაცია მოსკოვის საქალაქო სათათბიროს 8 სექტემბრის არჩევნებისათვის, რაზეც საარჩევნო კომისია უარს ამბობს.

სვეტოვი 30 ივლისს დაააკვეს მას შემდეგ, რაც მოსკოვის მერიის წარმომადგენლებთან უშედეგოდ გამართა მოლაპარაკება 3 აგვისტოს მიტინგის გასამართად ნებართვის მიღების იმედით.

სვეტოვი პატიმრობას მიიჩნევს მოსკოვის ხელმძღვანელობის „ანგარიშსწორებად“ მისი უარის გამო, დათანხმდეს მათ მოთხოვნას მიტინგის ადგილმდებარეობის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG